From Wikipedia, the free encyclopedia
მარიინსკის თეატრი (რუს. Мариинский театр), აგრეთვე ცნობილი როგორც კიროვის ოპერისა და ბალეტის თეატრი 1934-1992 წლებში, სანქტ-პეტერბურგის, რუსეთი, ოპერისა და ბალეტის ისტორიული თეატრია. 1988 წელს კონსტანტინ სერგეევის პენსიაზე გასვლის შემდეგ თეატრის გენერალური დირექტორია ვალერი გერგიევი.
იმპერიული ოპერისა და ბალეტის თეატრი 1783 წელს დაარსდა ეკატერინე დიდის სურვილით. განთქმული ნეო-ბიზანტიური სტილის შენობის პროექტი ალბერტ კავოსს ეკუთვნის და 1859 წელს იქნა დასრულებული. მომდევნო წელს იმპერიულ თეატრს მარიინსკი დაარქვეს მმართველი იმპერატრიცა მარია ალექსანდროვას სახელზე.
თეატრში დაიდგა მიხაილ გლინკას, მოდესტ მუსორგსკისა და პეტრე ჩაიკოვსკის ყველა ოპერის მსოფლიო პრემიერები. სწორედ აქ შექმნა სახელგანთქმულმა ქორეოგრაფმა მარიუს პეტიპამ მისი ხელოვნების ნიმუშები, როგორიცაა „გედების ტბა“ და „მძინარე მზეთუნახავი“. „La forza del destino“, „Boris Godunov“, „Golden Cockerel“, და „Spartacus“-ის მსოფლიო პრემიერები მარიინსკის თეატრში გაიმართა.
იმპერიულ, მოგვიანებით საბჭოთა, თეატრში ჰქონდა ბინა უდიდეს იმპრესარიოებს, დირიჟორებსა და მუსიკოსებს. თეატრის საბალეტო სკოლამ აღზარდა უნიჭიერესი ტალანტები: მატილდა კშესინსკა, ანა პავლოვა, ტამარა კარსავინა, ვასლავ ნიჟინსკი, გიორგი ბალანჩივაძე, გალინა ულანოვა, რუდოლფ ნურიევი და მიხაილ ბარიშნიკოვი.
2003 წელს პოსტმოდერნისტმა არქიტექტორმა დომინიკ პერომ გაიმარჯვა თეატრისთვის ახალი შენობის პროექტისთვის გამართულ კონკურში. ახალი შენობა ძველის გვერდით უნდა აღიმართოს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.