მარიამ ბაუერი
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
მარიამ ბენიამინის ასული ბაუერი (დ. 29 მაისი [ძვ. სტ. 16 მაისი], 1909, თბილისი ― გ. 6 სექტემბერი, 1995, მოსკოვი, დაკრალულია თბილისში) — ბალეტის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1955).
1923 წელს თბილისში დაამთავრა მ. პერინის ქორეოგრაფიული სტუდია. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. 1929-1930 წლებში სწავლობდა ლენინგრადის საბალეტო ტექნიკუმში. 1930-1960 წლებში კვლავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. 1936-1942 წლებში მუშაობდა პედაგოგად თბილისის ქორეოგრაფიულ სტუდიაში. 1960 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტმაისტერ-რეპეტიტორია. ბაუერს ახასიათებდა ექსპრესია, ცეცხლოვანი გრძნობა, მდიდარი ტექნიკა და მიმიკა. შეასრულა პარტიები: გულნარა (პუნის „კორსარი“), ზარემა (ასაფიევის „ბახჩისარაის შადრევანი“), თოჯინა (დელიბის „კოპელია“), ოდეტა (ჩაიკოვსკის „გედების ტბა“), ტაო-ხოა (გლიერის „წითელი ყაყაჩო“) და სხვა. ბაუერის ნიჭის თავისებურებანი განსაკუთრებით მკაფიოდ გამოვლინდა სახასიათო პარტიებში: ქუჩის მოცეკვავე (მინკუსის „დონ კიხოტი“), ესპანური ცეკვა (ჩაიკოვსკის „გედების ტბა“), ინდური ცეკვა (თორაძის „გორდა“, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1951) და სხვა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.