From Wikipedia, the free encyclopedia
მისი სამეფო უდიდებულესობა მარგრეტე II (ნათლობის სახელით მარგრეტე ალექსანდრინე ტორჰილდურ ინგრიდი, დან. Margrethe Alexandrine Þórhildur Ingrid, დ. 16 აპრილი, 1940) — დანიის დედოფალი 1972 წლის 14 იანვრიდან 2024 წლის 14 იანვრამდე, მისი ტახტიდან გადადგომამდე 52 წლიანი მმართველობის შემდეგ.
დედოფალი მარგრეტე | |
---|---|
Hendes Majestæt Dronning Margrethe II, Margrethe Alexandrine Þórhildur Ingrid, Danmarks dronning | |
დანიის სამეფოს დედოფალი | |
კორონაცია: | 15 იანვარი, 1972 |
მმართ. დასაწყისი: | 14 იანვარი, 1972 |
მმართ. დასასრული: | 14 იანვარი, 2024 |
წინამორბედი: | ფრედერიკ IX |
მემკვიდრე: | ფრედერიკ X |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 16 აპრილი, 1940 |
დაბ. ადგილი: | ამალიენბორგის სასახლე, დანია |
მეუღლე: | ანრი დე ლამბორ დე მონპეზატი |
შვილები: |
ფრედერიკი ჯოაკიმი |
დინასტია: | გლიუქსბურგები |
მამა: | ფრედერიკ IX |
დედა: | ინგრიდ შვედი |
დედოფალი მარგრეტე II ამალიენბორგის სასახლეში დაიბადა. მისი მშობლები - დანიის მეფე ფრედერიკ IX და დედოფალი ინგრიდი, დაბადებით შვედეთის პრინცესა.
დედოფალი ერთ-ერთ თავის სახელში ისლანდიურ ასო Þ- ატარებს, რადგან მისი დაბადებისას ისლანდია დანიის შემადგენლობაში შედიოდა.
დედოფალი 1940 წლის 14 მაისს მონათლეს ჰოლმენსის ეკლესიაში (დანიურად Holmens Kirke), კონფირმაცია გაიარა 1955 წლის 1 აპრილს კარის ეკლესია ფრედენსბორგში.
2023 წლის საახალწლო მიმართვის დროს განაცხადა, რომ 2024 წლის 14 იანვარს, მმართველობის ზუსტად 52-ე წლსითავზე, ტახტიდან გადადგებოდა.[1] ტახტზე ავიდა მისი ვაჟი ფრედერიკ X.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.