From Wikipedia, the free encyclopedia
მალტის პარლამენტი (მალტ. Il-Parlament ta' Malta) — კონსტიტუციური საკანონმდებლო ორგანი მალტაში, რომელიც განთავსებულია ვალეტაში. პარლამენტი არის ერთპალატიანი, რომელსაც ემსახურება დემოკრატიულად არჩეული წარმომადგენელთა პალატა და მალტის პრეზიდენტი. კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის ყველა მინისტრი, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი, წარმომადგენელთა პალატის წევრი უნდა გახდეს.
მალტის პარლამენტი Il-Parlament ta' Malta | |
---|---|
მე-14 მოწვევის პარლამენტი | |
ტიპი | |
ორგანოს ტიპი | ერთპალატიანი |
პალატები | მალტის წარმომადგენელთა პალატა |
ხელმძღვანელები | |
მალტის პრეზიდენტი | მირიამ სპიტერი დებონო |
მალტის წარმომადგენელთა სპიკერი | ანჯელო ფარუჯია |
სტრუქტურა | |
წევრები | 79 |
[[ფაილი:|120px|alt=120px]] | |
პოლიტიკური ჯგუფები |
მალტის მთავრობა 2022–2027 (44)
ოპოზიცია (საპარლამენტო) (35) |
არჩევნები | |
საარჩევნო სისტემა | ერთი გადასაცემი ხმა (არ ითვლიან გენდერული კვოტის შესასრულებლად გადაბირებულ წევრებს) |
ბოლო არჩევნები | 2022 წლის მალტის საყოველთაო არჩევნები; 26 მარტი, 2022 წ. |
შემდეგი არჩევნები | მალტის მომდევნო საყოველთაო არჩევნები, 2027 წ. |
სხდომების ადგილი | |
პარლამენტის სასახლე (მალტა) | |
საიტი | |
http://www.parlament.mt/ |
პარლამენტი იყო ორპალატიანი 1921 და 1933 წლებს შორის და მოიცავდა სენატს (Senat), ისევე როგორც საკანონმდებლო ასამბლეას (Assemblea Leġiżlattiva).
წარმომადგენელთა პალატა (მალტ. Kamra tad-Deputati) არის მალტის ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანო და მალტის პარლამენტის შემადგენელი ნაწილი. პალატის სპიკერი პალატას უწევს თავმჯდომარეობას. მალტის პრეზიდენტი ინიშნება 5 წლის ვადით პალატის გადაწყვეტილების საფუძველზე.
პალატა შედგება 5 წლიანი საკანონმდებლო ვადით არჩეული წევრების კენტი რაოდენობისგან. ერთჯერადად ხმის გადამცემი საარჩევნო სისტემის ფარგლებში, თითოეული 13 საარჩევნო უბნიდან აირჩევა 5 წევრი, თუმცა არაპროპორციულობის შემთხვევაში პალატას დამატებით ემატებიან სხვა წევრები. 2022 წლიდან, დამატებით 12 ადგილი გადაეცათ მდედრობითი სქესის კანდიდატებს. იმდენად, რამდენადაც მათ ვერ შეადგინეს არჩეული წევრების 40%, პარლამენტის წევრთა რაოდენობამ 79 შეადგინა.
ერთჯერადად ხმის გადამცემი სისტემის საფუძველზე, თითოეული 13 ოლქიდან აირჩევა 5 პარლამენტის წევრი.[1] კანდიდატები, რომლებიც გადალახავენ ჰაგენბახ-ბისჰოფის კვოტას, გაიმარჯვებენ პირველივე ტურში, ხოლო ნებისმიერი დამატებითი ხმა მიენიჭებათ დანარჩენ კანდიდატებს, თუკი ეს მათ მისცემს კვოტის გადალახვის საშუალებას.[1] შემდეგ, თითოეული ყველაზე დაბალი რეიტინგის კანდიდატი დაკარგავს საკუთარ უპირატესობას, რომელიც გადაეცემა სხვა კანდიდატს, სანამ ყველა 5 ადგილი არ შეივსება.[2] თუკი პარტია მოიპოვებს პირველი პრეფერენციების ხმების უმრავლესობას, მაგრამ ვერ შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მიღებას, მას მიენიჭება მანდატი ერთ-ადგილიანი უმრავლესობის უზრუნველსაყოფად. თუმცა, ეს მოხდება მაშინ, თუ ის არის ერთ-ერთი, მანდატის მსურველ ორ პარტიას შორის.[2] როდესაც რეიტინგზე დაფუძნებული პრეფერენციული სისტემა ტექნიკურად პროპორციულია, მანდატების მცირე რაოდენობა თითოეული ოლქისთვის (5 მანდატი) ნიშნავს, რომ პარტიებს მხოლოდ მაშინ შეუძლიათ მანდატების მიღება, თუკი ისინი მოიპოვებენ სულ მცირე ხმების 16.7%-ს.[3] ასე რომ, პატარა პარტიები ვეღარ სარგებლობენ წარმომადგენლობის უფლებით. შედეგად, მალტას გააჩნია სტაბილური ორპარტიული სისტემა, სადაც მხოლოდ ლეიბორისტულ და ნაციონალისტურ პარტიებს აქვთ რეალური შანსი მთავრობის ფორმირებისთვის.[4][5]
2018 წელს, ქვეყნის მასშტაბით ხმის მიცემის ასაკი განისაზღვრა 16 წლით.[6] 2021 წელს შემუშავდა გენდერის მაკორექტირებელი მექანიზმი და კონსტიტუციის ახლადმიღებულმა კანონმა უზრუნველყო დამატებით 12 ადგილი იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც „ნაკლებად წარმოდგენილი სქესის„ მატარებლები იყვნენ და პარლამენტს მიღმა დარჩნენ. ეს მოხდებოდა მაშინ, თუკი რომელიმე სქესის წარმომადგენელი კანდიდატები პარლამენტის მანდატების 40%-ზე ნაკლებს აიღებდნენ.[7] რამდენადაც ქალბატონებს არასდროს აუღიათ არჩეული კანდიდატების 15%-ზე მეტი მექანიზმის ამოქმედებამდე, ამან ეფექტურად უზრუნველყო ქალბატონებისთვის 12 დამატებითი მანდატის (6 თითოეული პარტიიდან) გადაცემა პარლამენტში.
1921 და 2015 წლებს შორის, წარმომადგენელთა პალატა განთავსდა ვალეტაში მდებარე დიდოსტატის სასახლეში.[8] 2015 წლის 4 მაისიდან, წარმომადგენელთა პალატის წევრები იკრიბებიან პარლამენტის სასახლეში, ვალეტას საქალაქო კარიბჭის მიმდებარედ.
პალატის მუდმივმოქმედი ბრძანება ითვალისწინებს რვა საპარლამენტო მუდმივმოქმედი კომიტეტის შექმნას, რათა საპარლამენტო საქმიანობა უფრო ეფექტური გახდეს და პარლამენტის მაკონტროლებელი ფუნქციები უფრო გაიზარდოს.
მუდმივმოქმედ კომიტეტებს შორისაა:
სხვა მუდმივმოქმედი კომიტეტები, რომლებიც შექმნილია განსხვავებული წესდებით, მოიცავს:
ასევე, არსებობს შერჩეული და არაოფიციალური კომიტეტები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.