Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
მაიკლ რიჩარდ „მაიკ“ პომპეო (ინგლ. Michael Richard «Mike» Pompeo; დ. 30 დეკემბერი, 1963, ორინჯი, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი პოლიტიკოსი და დიპლომატი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 2018 წლის 26 აპრილიდან 2021 წლის 20 იანვრამდე.
მაიკ პომპეო | |
აშშ-ის 70-ე სახელმწიფო მდივანი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 აპრილი, 2018 – 20 იანვარი, 2021 | |
პრეზიდენტი | დონალდ ტრამპი |
წინამორბედი | რექს ტილერსონი |
მემკვიდრე | ენტონი ბლინკენი |
დაბადებული | 30 დეკემბერი, 1963 ორინჯი, კალიფორნია, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი, დიპლომატი |
ხელმოწერა |
1986 წელს წარჩინებით დაამთავრა „უესტ პოინტის“ (West point) სამხედრო აკადემია და მსახურობდა კავალერიის ოფიცრად, ბერლინში, სადაც პომპეო ბერლინის კედლის დაცემამდე პატრულირებდა „რკინის ფარდასთან“. ის აგრეთვე მსახურობდა ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ქვეითთა მეოთხე დივიზიის, მე-7 ჯავშანსატანკო კავალერიის მე-2 რაზმში.
აქტიური სამხედრო სამსახურის დასრულების შემდგომ მან სწავლა განაგრძო ჰარვარდის სამართლის სკოლაში და რედაქტორობდა ჟურნალს „ჰარვარდის სამართლის მიმოხილვა“.
2017 წლის 23 იანვრიდან 2018 წლის 26 აპრილამდე იყო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი, წარმოადგენდა კანზასის შტატს წარმომადგენელთა პალატაში 2011-2017 წლებში. არის რესპუბიკური პარტიის წევრი, ემხრობა „ჩაის სმის მოძრაობას“.[1][2]
პომპეო დაქორწინებულია სიუზან პომპეოზე. მათ ჰყავთ ერთი შვილი, ნიკი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.