From Wikipedia, the free encyclopedia
ლუი VI სქელი (ფრანგ. Louis VI le Gros; დ. 1 დეკემბერი, 1081 — გ. 1 აგვისტო, 1137) — საფრანგეთის მეფე 1108-1137 წლებში. კაპეტინგების დინასტიიდან. ფილიპ I-ის (1052-1108) და ბერტა ჰოლანდიელის (1055-1094) შვილი. 1100 წლიდან მამის თანამმართველლია. საფრანგეთის პოლიტიკური გაერთიანების ფუძემდებელი. ანგრევდა ურჩი ფედალების ციხეებს, ან მათში თავის გარნიზონებს აყენებდა. პრივილეგიებს ანიჭებდა ქალაქებს და ეხმარებოდა მათ სენიორთა წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი მთავარი მრჩეველი იყო სენ-დენის აბატი სიუჟერი, რომელსაც ეკუთვნის ლათინურად დაწერილი „ლუი VI-ის ცხოვრება“.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.