From Wikipedia, the free encyclopedia
ლოხა (ესპ. Loja) — ქალაქი ეკვადორში, ლოხის პროვინციის დედაქალაქი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, კუშიბამბის ხეობაში, ზღვის დონიდან 2060 მეტრზე. 2010 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 180 617 ადამიანს შეადგენს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ლოხა Loja | |||||
| |||||
ქვეყანა | ეკვადორი | ||||
პროვინცია | ლოხა | ||||
კანტონი | ლოხა | ||||
კოორდინატები | 3°59′00″ ს. გ. 79°12′00″ დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | ხოსე ბოლივარ კასტილიო | ||||
დაარსდა | 1548 | ||||
ფართობი | 285,70 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 2060 მ | ||||
მოსახლეობა | 180 617 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 630 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||||
სატელეფონო კოდი | (+593) 7 | ||||
საფოსტო ინდექსი | 110101, 110102, 110103, 110104 | ||||
ოფიციალური საიტი | loja.gob.ec | ||||
ლოხას ხელოვნების მდიდარი ტრადიციები გააჩნია, რის გამოც, ხშირად მას ეკვადორის მუსიკისა და კულტურის დედაქალაქს უწოდებენ. ფუნქციონირებს ორი უნივერსიტეტი.
ქალაქს კვეთს პანამერიკული მაგისტრალი.
ლოხა 1548 წელს ესპანელმა ფედმარშალმა ალონსო დე მერკადილიომ დააარსა და ეს სახელი უწოდა ესპანეთში თავისი მშობლიური ქალაქის, ლოხის პატივსაცემად. თავდაპირველად, ქალაქი სხვა ადგილას მდებარეობდა, თუმცა, გამანადგურებელი მიწისძვრისა და მალარიის პრობლემების გამო, 35 კილომეტის მოშორებით, ხელახლა ააშენეს. დაახლოებით 500 წლის შემდეგ, იგი ეკვადორის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ლოხის დაარსების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ესპანელებს სურდათ ფორტიფიცირებული ქალაქი ჰქონოდათ სარუმის რეგიონის გვერდით, რომელიც იმ დროისათვის ოქროთი იყო მდიდარი. წარმოადგენდა საწყის წერტილს ამაზონის აუზში გასამგზავრებლად მათთვის, ვინც იქ მისტიკურ ელდორადოს ეძებდა. ერთიანი დიდი კოლუმბიის კამპანიის ფარგლებში, ლოხას ესტუმრა სიმონ ბოლივარი.
ლოხა პირველი ქალაქი იყო ეკვადორში, რომელსაც 1890 წელს ელექტროენერგია მიეწოდა ახლომდებარე ჰიდროელექტროსასგურიდან.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.