ლობოტომია

From Wikipedia, the free encyclopedia

ლობოტომიაფსიქოქირურგიის ყველაზე ცნობილი ფორმა, რომლის დროსაც იჭრება თავის ტვინის შუბლის წილებისა და დიენცეფალონის შემაერთებელი ნერვული ბოჭკოები, კერძოდ, თალამუსთან და ჰიპოთალამუსთან განლაგებული ბოჭკოები. იგი გულისხმობს თავის ტვინის პრეფრონტალურ ქერქში შეწყვეტილ კავშირებს.[1] პროცედურა შეიმუშავა პორტუგალიელმა ნეიროქირურგმა ანტონიო ეგაშ მონიშმა, რომელმაც 1949 წელს ნობელის პრემია მიიღო მკურნალობის ამ მეთოდისათვის, თუმცა პრიზის მინიჭება სადავო გახდა.[2]

პროცედურის გამოყენება მკვეთრად გაიზარდა 1940-იანი წლების დასაწყისიდან, 1951 წლისთვის თითქმის 20 000 ლობოტომია განხორციელდა შეერთებულ შტატებში და უფრო მეტი გაერთიანებულ სამეფოში.[3] ლობოტომიის უმრავლესობა ტარდებოდა ქალებზე. 1951 წლისთვის ამერიკულ საავადმყოფოებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ლობოტომიის პაციენტების თითქმის 60% ქალი იყო. მონაცემებიდან ჩანს, რომ ონტარიოში ლობოტომიის 74% 1948–1952 წლებში ჩატარდა ქალებზე.[4][5][6]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.