From Wikipedia, the free encyclopedia
ლიბერიის სახელმწიფო დროშა — ლიბერიის სახელმწიფო სიმბოლო გერბთან და ჰიმნთან ერთად. ოფიციალურად დაამტკიცეს 1847 წლის 26 ივლისს. შეიცავს თერთმეტ ჰორიზონტალურ ზოლს, რომელთაგანაც ექვსი არის წითელი, ხოლო ხუთი — თეთრი. ზედა კუთხეში, ლურჯი ფერის მართკუთხედში, მოთავსებულია დიდი ზომის თეთრი ხუთქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც მოთავსებულია ცხრა ჰორიზონტალურ ზოლში[1].
თერთმეტი ჰორიზონტალური ზოლი დროშაზე გამოხატავს როგორც ლიბერიის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე, ისე - კონსტიტუციაზე, შესრულებულ თერთმეტ ხელმოწერას[2]. ფერები მიანიშნებს გამბედაობასა (წითელი) და მორალურ სიმტკიცეზე (თეთრი). თეთრი ვარსკვლავი წარმოადგენს პირველ დამოუკიდებელ სახელმწიფოს აფრიკაში, ხოლო ლურჯი ფონი — საკუთრივ აფრიკის კონტინენტს.
ლიბერია დაყოფილია თხუთმეტ ოლქად (საგრაფო), რომელთაგანაც თითოეულს თავისი განსხვავებული დროშა აქვს. თითოეულ მათგანს აერთიანებს მათზე დატანილი სახელმწიფო დროშა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.