From Wikipedia, the free encyclopedia
ლეონიდ კუჩმა (უკრ. Леонід Данилович Кучма; დ. 9 აგვისტო, 1938, ჩაიკინო, უკრაინა) — უკრაინის მეორე პრეზიდენტი 1994-2005 წლებში. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 1992-1993 წლებში.
ლეონიდ კუჩმა | |
უკრაინის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
19 ივლისი, 1994 – 23 იანვარი, 2005 | |
წინამორბედი | ლეონიდ კრავჩუკი |
მემკვიდრე | ვიქტორ იუშჩენკო |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
13 ოქტომბერი, 1992 – 21 სექტემბერი, 1993 | |
პრეზიდენტი | ლეონიდ კრავჩუკი |
წინამორბედი | ვალენტინ სიმონენკო |
მემკვიდრე | ეფიმ ზვიაგილსკი |
დაბადებული | 9 აგვისტო, 1938 ჩაიკინო, უკრაინა |
ეროვნება | უკრაინელი |
მეუღლე | ლიუდმილა კუჩმა |
შვილები | ელენა პინჩუკი |
განათლება | დნეპროპეტროვსკის უნივერსიტეტი |
პროფესია | ინჟინერ-მექანიკოსი |
ხელმოწერა |
დაიბადა 1938 წელს გლეხის ოჯახში. მამამისი დანიელ კუჩმა, უფროსი სერჟანტი ომამდე მსახურობდა ტყის მცველად, დაიღუპა 1942 წელს მეორე მსოფლიო ომში. დედა პრასკოვია კუჩმა, მუშაობდა კოლექტივში, დაიღუპა 1986 წელს დნეპროპეტროვსკში. ლეონიდ კუჩმამ 1960 წელს დაამთავრა დნეპროპეტროვსკის უნივერსიტეტი. 28 წლის ასაკში მუშაობდა ბაიკონურის კოსმოდრომზე ტექნიკურ ხელმძღვანელად.
1992 წელს გახდა უკრაინის პრემიერ-მინისტრი და ეს თანამდებობა ეკავა 1993 წლის 21 სექტემბრამდე. 1994 წლის მარტში აირჩიეს უკრაინის უზენაესი რადის მეორე მოწვევის დეპუტატად. ამავე წლის 10 ივლისს კი უკრაინის პრეზიდენტად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.