ლეა ფლური
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
ლეა ფლური (გერმ. L.Flury, დ. 9 სექტემბერი, 1916, სოფ. მატენ-ინტერლაკენი, შვეიცარია — გ. 26 აპრილი, 2010) — შვეიცარიელი ქართველოლოგი. სწავლობდა ფრანგულ, იტალიურ და ინგლისურ ენებს. მუშაობდა უცხო ენების მასწავლებლად და მთარგმნელად. 1947 წელს ციურიხის უნივერსიტეტში დაიწყო ქართული ენის შესწავლა პროფესორ კიტა ჩხენკელის ხელმძღვანელობით.
ფლურიმ საგანგებოდ შეისწავლა პოლიგრაფიული საქმე და ააწყო რამდენიმე ქართველოლოგიური ნაშრომი. განსაკუთრებით უნდა გამოიყოს „ქართული ენის შესავალი“ ორ ტომად (1955) და „ქართულ-გერმანული ლექსიკონი“ სამ ტომად (26 ნაკვეთი, 1960) და სხვა. 1974 წელს ციურიხის კანტონის ხელმძღვანელობამ „ქართულ-გერმანულ ლექსიკონზე“ მომუშავე კოლექტივის ღვაწლისა და ლექსიკონის გამოსაცემად გაწეული მრავალწლიანი მუშაობისათვის ლ. ფლური, იოლანდა მარშევი და რუთ ნოიკომი დააჯილდოვა.
ამჟამად ლეა ფლური განაგებს კ. ჩხენკელის მიერ ციურიხში დაარსებულ გამომცემლობა „ამირანს“, მოთავეობს ქართველოლოგიური ლიტერატურის ბეჭდვისა და პოპულარიზაციის საქმეს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.