From Wikipedia, the free encyclopedia
ლა-კორუნიის პროვინცია შედის გალისიის ავტონომიურ გაერთიანებაში და შედგება 93 მუნიციპალიტეტისაგან. ესპანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის (ესპ. Ley reguladora de las Bases del Régimen Local) თანახმად მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ძირითად სუბიექტს, რომლის ძირითადი ელემენტებია ტერიტორია, მოსახლეობა და ადგილობრივი ადმინისტრაცია. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საბჭო, კომისია (მინისტრთა კაბინეტის მსგავსი) და ყავს მერი (ალკალდი). მუნიციპალური საბჭოს წევრებს ირჩევენ პროპორციული არჩევნების გზით.[1][2]
ლა-კორუნიის მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან 18 კომარკაში: ფეროლი (11 მუნიციპალიტეტი), ბეტანსოსი (10), კორუნია (9), სანტიაგო (7), ბერგანტინიოსი (7), ორდენესი (7), ფინისტერე (5) ეუმე (5), არსუა (4), ბარბანსა (4), ორტეგალი (4), ნოია (4), ტიერა-დე-მელიდი (4), ტიერა-დე-სონეირა (3), სარი (3), მუროსი (2), ბარკალა (2), და შალიასი (2).
ლა-კორუნიის პროვინციის ფართობია 7950 კმ² და 2019 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 119 596 მაცხოვრებელს.[3] დედაქალაქია ლა-კორუნია, რომელიც ასევე მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია. ფართობით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია პუენტეს-დე-გარსია-როდრიგესი (249,37 კმ²), ხოლო ყველაზე პატარაა — კორკუბიონი (6,52 კმ²)[4].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.