ქართველი ფილოლოგი და აღმოსავლეთმცოდნე From Wikipedia, the free encyclopedia
ლატავრა ევგენის ასული ღვალაძე (დ. 4 ივლისი, 1929, თბილისი) — ქართველი ფილოლოგი-აღმოსავლეთმცოდნე და პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1956), თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი. დაიბადა თბილისში, 1920-1930-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწის ევგენ (გენო) ღვალაძისა (1900-1937) და ცნობილი მკვლევარ-ბიბლიოგრაფის და პედაგოგის თამარ კუცია-ღვალაძის (1902-1986) ოჯახში.
ლატავრა ღვალაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (1952). 1952-1955 ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტი, 1955-1961 - ამავე ინსტიტუტის ლექსიკოგრაფიის განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი. 1961-2006 - აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის (ამჟამად ატარებს აკადემიკოს გიორგი წერეთლის სახელს) სემიტოლოგიის განყოფილების ჯერ უფროსი, შემდეგ კი წამყვანი მეცნიერ თანამშრომელი. 1962-1966 პარალელურად მოღვაწეობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის "ვეფხისტყაოსნის" აკადემიური ტექსტის დამდგენ კომისიაში. ლ. ღვალაძე არის 30 გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომის, მათ შორის 1 მონოგრაფიის ავტორი. მისი შრომები ეძღვნება სხვა და სხვა ასპექტებს ძველი მწერლობის ძეგლებისა "წარტყუვნაი იერუსალიმისაი", "გრიგოლ განმანათლებლის ცხოვრება", "წმ. ბაბილას წამება" და ა.შ. მისი მონოგრაფია "ბაბილას წამების" ბერძნული, ქართული, სირიული და არაბული ვერსიები" (1992) გამოცემულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესის და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. არჩეულია საქართველოს აღმოსავლეთმცოდნეთა საზოგადოების და "ევრომეცნიერების" (საფრანგეთი) წევრად. მისი მეუღლე თენგიზ ნოზაძე არის კინირეჟისორი-დოკუმენტალისტი. ქალიშვილი მანანა ნოზაძე (გარდაიცვალა 1997 წელს) იყო პირველი ქართველი ეგვიპტოლოგი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.