ლამფუნის პროვინცია
From Wikipedia, the free encyclopedia
ლამფუნის პროვინცია (ტაი. ลำพูน) — ტაილანდის 76 პროვინციიდან ერთ-ერთი, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთში, მდინარე პინგის ხეობაში, დედაქალაქ ბანგკოკიდან 670 კილომეტრის დაშორებით. ლამფუნის პროვინციას პრაქტიკულად ყველა მხარიდან აკრავს მთათა სისტემა.
პროვინცია | |||||
---|---|---|---|---|---|
ლამფუნის პროვინცია ტაი. ลำพูน | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა | ტაილანდი | ||||
ადმ. ცენტრი | Lamphun | ||||
შიდა დაყოფა | Mueang Lamphun, Mae Tha, Ban Hong, Li, Thung Hua Chang, Pa Sang, Ban Thi და Wiang Nong Long | ||||
კოორდინატები | 18°34′45″ ჩ. გ. 99°00′23″ ა. გ. | ||||
ფართობი | 4,506 კმ² | ||||
მოსახლეობა | 405,468[1] კაცი (2014) | ||||
სიმჭიდროვე | 90 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTCUTC+7 | ||||
სატელეფონო კოდი | +66 53 | ||||
საფოსტო ინდექსი | 51 | ||||
ოფიციალური საიტი | lamphun.go.th | ||||
![]() | |||||
ისტორია
ლეგენდის მიხედვით, 1,400 წლის წინ, დვარავატის სამეფოს დროს ქალაქის სახელი იყო ჰარიფინჩაის.[2] ქალაქის პირველი მმართველი იყო დედოფალი ჩამტიუი, მონოვების უძველესი გვარის წარმომადგენელი.
XII საუკუნეში ჰარიფინჩაი იყო ალყაშემორტყმული ქხმერული ჯარების მიერ, მაგრამ არ დაეცა. მიუხედავად ამისა, 1281 წელს, მეფე მენგრაიმა ქალაქი აიღო და თავის სამეფოს ლანას შეუერთა. XVI საუკუნეში, პროვინციის ტერიტორია ეკუთვნოდა ბირმელებს, ეს გაგრძელდა ორი საუკუნე. XIX საუკუნის ბოლოს ლამპუნის პროვინცია გახდა სიამის და შემდეგ ტაილანდის სამეფოს ნაწილი.[3]
კლიმატი
ჩრდილოეთ ტაილანდის ამინდი, მათ შორის ლამფუნის, აქვს სამი განსხვავებული სეზონი: ცივი სეზონი (დეკემბერდან თებერვლამდე), ცხელი სეზონი (აპრილიდან ივნისმდე) და წვიმიანი სეზონი (მაისიდან ნოემბრამდე). ლამფუნი ცნობილია, როგორც ქვეყნის „ცივი დედაქალაქი“.
ღირსშესანიშნაობები

ქალაქის მთავარი სიმბოლო არის 46 მეტრის ტაძარი, სახელად ჩედი და მდებარეობს Wa Phra That Haripunchay-ში. ამ შენობას ამშვენებს თაღები, აგურის სტრუქტურები და შესასვლელში ორი ლომის ქანდაკება. მთავარ ტაძართან ახლოს მდებარეობს ქალაქის ეროვნული მუზეუმი Haripunchay, რომელიც წარმოადგენს არქეოლოგიური გათხრების შედეგებს, მათ შორის - ჭურჭლებს და ხელოვნების ნიმუშებს. ქალაქში არსებობს საზოგადო პარკი, სადაც განლაგებულია ქალაქის პირველი მმართველის ქანდაკება. ქალაქში კიდევ ერთი ძეგლი ეძღვნება ქალაქის დამფუძნებელს - სუტჰევე რუესის.
ადმინისტრაციული დაყოფა

ლამფუნის პროვინცია დაყოფილია 8 რაიონად (ამფხე), რომლებიც, თავის მხრივ, შედგება 51 ქვეზონისგან (ტამბონ) და 551 სოფლისგან (მუბანი).
- ლამფუნი
- მაე-ტჰა
- ბანჰონგი
- ლი
- ტჰუნგჰუაჩანგი
- პასანგი
- ბანტჰი
- ვიანგნონგ-ლონგი
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.