From Wikipedia, the free encyclopedia
კურლანდიის საჰერცოგო, კურლანდიისა და ზემგალიის საჰერცოგო — ფეოდალური სახელმწიფო ლატვიის ტერიტორიაზე. პოლონეთ-ლიტვის სახელმწიფოს ვასალი. შეიქმნა 1561 წელს ლივონიის ორდენის დაშლისა და სიზიგმუნდ II-ს მიერ ლივონიელი ფეოდალების დამორჩილების შემდეგ. 1737 წლამდე კურლანდიის საჰერცოგოს სათავეში ლივონიის ორდენის მაგისტრი გ. კეტლერი და მისი მემკვიდრეები ედგნენ. კურლანდიის საჰერცოგოს ცენტრი იყო მიტავა (ელგავა). 1617 წლიდან გადაიქცა „თავად-აზნაურულ რესპუბლიკად“. 1710 წლიდან მოექცა რუსეთის გავლენის სფეროში. ლატვიელი გლეხები გერმანელ მემამულეთა ყმები იყვნენ. 1795 წელს კურლანდიის საჰერცოგო რუსეთს შეუერთდა.
პირველი მსოფლიო ომის დროს, 1915 წლის შემოდგომისთვის გერმანიის ჯარმა რუსეთის იმპერიის ფარგლებში შემავალი კურლანდიის საჰერცოგო დაიკავა. ფრონტის ხაზად ის ადგილი იქვა, რომელიც რიგის დოგავპილსსა და ბარანოვიჩს შორის გადიოდა. ლატვიის ეროვნული საბჭო საჯაროდ 1917 წლის 16 ნოემბერს გამოცხადდა. ამავე წლის 30 ნოემბერს ლატვიის ეროვნულმა საბჭომ ქვეყანა ავტონომიურ მხარედ გამოაცხადა, ხოლო 1918 წლის 15 იანვარს ლატვიის ფორმალურმა დამოუკიდებლობამაც არ დაახანა. რუსეთში რევოლუციის შემდეგ გერმანიის სამხედრო ნაწილებმა კურლანდიის საჰერცოგოდან წინსვლა იწყეს და ლივონიისა და ესტონეთის ავტონომიური სამთავრო-საჰერცოგოებიც დაიკავეს (ასევე რუსეთის იმპერიის კუთვნილებაში მყოფი), რომელთაც აგრეთვე დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ. 1918 წლის 3 მარტს ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით, წითელი რუსეთი კურლანდიის საჰერცოგოს დაკარგვას შეურიგდა, ხოლო იმავე წელს, 27 აგვისტოს ბერლინში დადებული ხელშეკრულებით, ესტონეთისა და ლივონიის ავტონომიური საჰერცოგოებიც გამოეყო რუსეთს.
პარალელურად, 1917 წლის სექტემბერსა და 1918 წლის მარტის შუალედში ბალტიისპირელმა გერმანელებმა პროვინციული საბჭოს ჩამოყალიბების პროცესი დაიწყეს; კურლანდია და სემიგალია გამოცხადდა საჰერცოგოდ. სამეფო გვირგვინი კაიზერ ვილიამ II-ს შესთავაზეს. 1918 წლის ოქტომბერში გერმანიის კანცლერმა ბადენის პრინცმა მაქსიმილიანმა წინადადება წამოაყენა ბალტიისპირეთში სამხედრო ხელისუფლება სამოქალაქოთი ჩანაცვლებულიყო. გერმანიის შს სამინისტრომ ბალტიისპირეთის თავდაცვის უწყებას ეს ცნობა ტელეგბრამით აუწყა. რეიხის მთავრობა პოლიტიკის ფუნდამენტურ ცვლილებებს ერთსულოვნად უჭერდა მხარს, რაც, უპირველესად, ბალტიისპირელ ხალხთან ერთად იქნა შემუშავებული. 1918 წლის 18 ნოემბერს ლატვიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამავე წლის 7 დეკემბერს გერმანიის სამხედრო ძალებმა მმართველობა გადასცეს ლატვიის ეროვნულ მთავრობას, რომელსაც კარლის ულმანისი მეთაურობდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.