From Wikipedia, the free encyclopedia
კრივი-რიჰი, კრივოი-როგი (უკრ. Кривий Ріг) — სამრეწველო ქალაქი ცენტრალურ უკრაინაში, დნიპროპეტროვსკის ოლქში. კრივი-რიჰის საქალაქო საბჭოსა და რაიონის ცენტრი, რომლის შემადგენლობაშიც თავად არ შედის. გაშენებულია მდინარე ინჰულეცისა და საკსაჰანის შესართავზე. ეკუთვნის დნიპროპეტროვსკის ოლქს. ქალაქ დნიპროდან დაშორებულია 150 კმ-ით. თავისი 630 ათასი მცხოვრებით არის უკრაინის სიდიდით მე-8 ქალაქი და ამავდროულად ყველაზე დიდი ქალაქი უკრაინაში, რომელიც არ წარმოადგენს ოლქის (რეგიონის) ცენტრს. არის კრივი-რიჰის რაიონის ცენტრი. თავად ქალაქი იყოფა 7 რაიონად.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კრივი-რიჰი Кривий Ріг | |||||
| |||||
ქვეყანა | უკრაინა | ||||
შიდა დაყოფა | Dovhyntseve Raion, Inhuletskyi District, Metallurgical Raion, Pokrovskyi District, Saksahanskyi District, Ternivskyi District და Tsentralno-Miskyi District | ||||
კოორდინატები | 47°55′00″ ჩ. გ. 33°15′00″ ა. გ. | ||||
ქალაქის მეთაური | Yurii Vilkul | ||||
დაარსდა | XVII საუკუნე | ||||
პირველი ხსენება | 27 აპრილი 1775 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1919 | ||||
ფართობი | 407.3 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 84±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 710,400[1] კაცი | ||||
სიმჭიდროვე | 2,559 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2 და UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +380 56(4) | ||||
საფოსტო ინდექსი | 50001 | ||||
საავტომობილო კოდი | AE და КЕ / 04 | ||||
ოფიციალური საიტი | kryvyirih.dp.ua | ||||
ქალაქი მე-17 საუკუნეში დააარსეს ზაპოროჟიელმა კაზაკებმა. პირველად წერილობით წყაროებში იხსენიება 1775 წელს, როგორც საფოსტო სადგური კრემენჩუკსა და ხერსონს შორის. სახელთან მრავალი თქმულებაა დაკავშირებული: ერთი ვერსიის თანახმად მისი ერთ-ერთი დამაარსებელი კაზაკის მეტსახელი იხო რიჰ (როგ, რქა), ხოლო მეორე ვერსიის მიხედვით დასახლებას ეს სახელი ეწოდა მისი ლანდშაფტის გამო, რადგან მდინარეების შეერთების ადგილზე დაბლობს მომრგვალო რკალის ფორმა აქვს, მრუდე რქის მსგავსად. დასახლების (თავდაპირველად სოფლის) სტატუსი მიენიჭა 1857 წელს და მალევე, 1860 წელს მიიღო დაბის სტატუსი, ხერსონის გუბერნიის შემადგენლობაში. დასახლებისთვის გარდამტეხი იყო 1881 წელი, როცა აქ დაიწყო რკინის მადნის მოპოვება. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ქალაქი სწრაფად იზრდებოდა. ქალაქად გამოცხადდა 1919 წელს. იყო მახნოს კომუნისტურ-ანარქისტული გადატრიალების მცდელობის ერთ-ერთი ცენტრი. 1941-1944 წლებში ოკუპირებული იყო ნაცისტური გერმანიის მიერ და მასთან წითელი არმიის ბრძოლებისას ძლიერ დაზიანდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.