კოტე თოლორდავა (დ. 13 მაისი, 1979 — გ. 11 აპრილი, 2015, მოსკოვი, რუსეთი) ― ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი.

სწრაფი ფაქტები კოტე თოლორდავა, დაბადების თარიღი ...
კოტე თოლორდავა
Thumb
დაბადების თარიღი 13 მაისი, 1979
გარდაცვალების თარიღი 11 აპრილი, 2015 (35 წლის)
მოსკოვი, რუსეთი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა
  • მსახიობი
  • პროდიუსერი
მეუღლე(ები) მარიამ ჯოლოგუა (იქ. 1999–2002)
განო მელითაური (იქ. 2007–15)
დახურვა

ნათამაშები აქვს როლები მარჯანიშვილისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრებში, ასევე თეატრში ათონელზე. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ტელესერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ შესრულებული დიტო შარაშენიძის როლით. 2013 წელს მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფაქტებზე დაფუძნებულ ფილმში „ვინ მოკლა ილია“, სადაც ილია ჭავჭავაძის როლი ითამაშა.[1] მსახიობობის პარალელურად პალიტრა TV-ზე, მეუღლესთან განო მელითაურთან ერთად, მიჰყავდა გადაცემა „განო და კოტე“.

გარდაიცვალა 2015 წლის 11 აპრილს, დიდ შაბათს, აღდგომის წინა დღეს, მოსკოვში, სადაც ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა[2]. მსახიობი რუსეთის დედაქალაქში 9 აპრილს გაემგზავრა. ის თბილისში 14 აპრილს უნდა დაბრუნებულიყო. გარდაცვლილი 16 საათზე იპოვეს სასტუმროს ნომერში, სადაც რუსი სამართალდამცავების ინფორმაციით ასევე ნაპოვნი იქნა თეთრი ფხვნილი და ერთჯერადი შპრიცი. ექსპერტიზის თქმით, მსახიობი დილით ადრე გარდაიცვალა.[3] მოგვიანებით ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა გაასაჯაროეს ექსპერტიზის დასკვნა სადაც აღნიშნული იყო, რომ თოლორდავა ინფარქტით გარდაიცვალა და გარდაცვლილის სისხლში ნარკოტიკული ნივთიერებები არ აღმოჩნდა.[4]

პირადი ცხოვრება

კოტეს პირველი მეუღლე მსახიობი მარიამ ჯოლოგუა იყო.[5] ქორწინებიდან წყვილს ვაჟი, ბუკა ჰყავს.

მსახიობმა 2007 წლის 8 ივნისს მეორედ შექმნა ოჯახი და ცხოვრება განო მელითაურს დაუკავშირა.[6] კოტეს გარდაცვალებისას წყვილს უკვე ჰყავდა ორი შვილი — ტასო (2008) და თარაში (2012), განო კი მესამე შვილზე იყო ორსულად.

ფილმოგრაფია

მეტი ინფორმაცია წელი, ქართულად ...
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2006მფ გამვლელი N  
2010მფ აზნიფი რუსეთის დროშა Азнифრომა
2012მფ ჟანგის კაცი  
2012 ანა-ბანა რუსეთის დროშა Ана-Бана
2012–2014 ჩემი ცოლის დაქალები  დიტო შარაშენიძე
2013 ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი  დიტო შარაშენიძე
2014 ჩემი ცოლის დაქალი კინოში  დიტო შარაშენიძე
2014 ტაქსი  ჯღარკო
2014დფ ვინ მოკლა ილია  ილია ჭავჭავაძე
2014 ნაღმი აშშ-ის დროშა Landmine Goes Clickილია
2015 3+3  გელა
2015ირმის ნახტომირუსეთის დროშა Млечный путьტაქსისტი
დახურვა

ნათამაშები როლები

მარჯანიშვილის თეატრი

თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი

თეატრში ათონელზე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.