From Wikipedia, the free encyclopedia
კონსტანტინე ოვანესიანი (სომხ. Կոստանդին Լևոնի Հովհաննիսյան; დ. 19 დეკემბერი, 1911, თბილისი, საქართველო — გ. 1984) — სომეხი პროფესორი, არქეოლოგი და არქიტექტორი. იგი იყო არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელი ერევანში, არინ-ბერდის ბორცვზე მდებარე ურარტუული ციხესიმაგრე ერებუნში.
კონსტანტინე ოვანესიანი დაიბადა 1911 წელს თბილისში. 1932 წელს დაამთავრა ერევნის პოლიტექნიკური ინსტიტუტი და მუშაობა დაიწყო ალექსანდრე ტამანიანთან და ნიკოლას ბუნიათიანთან. როგორც არქიტექტორმა, ერევანში ააშენა საბჭოთა სტილის მრავალი შენობა.
1950 წელს დაინიშნა არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელად, რომელსაც უნდა გაეთხარა თანამედროვე ერევნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ერებუნი. ოვანესიანმა ორი ლურსმული წარწერის გაშიფრის შემდეგ მოახდინა ერებუნის ლოკალიზაცია არინ-ბერდზე.
გათხრები ერებუნზე დიდხანს გაგრძელდა. ოვანესიანი მისი ხელმძღვანელი იყო 1969 წლამდე. იგი იყო თავისი ალმა-მატერის, ერევნის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი 1955-1971 წლებში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.