From Wikipedia, the free encyclopedia
კონსტანტინე დიოგენე (ბერძ. Κωνσταντῖνος Διογένης; გ. 1032, ვლაქერნი, კონსტანტინეპოლი) — ბიზანტიელი მხედართმთავარი, თესალონიკის დუკა.
მოღვაწეობდა ბალკანეთში. თავი გამოიჩინა ბულგარელების წინააღმდეგ ომის დასვნით ეტაპზე, შემდეგ იბრძოდა პაჭანიკების წინააღმდეგ. 1029 წელს ბრალი დასდეს იმპერატორ რომანოზ III-ის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობაში; დააპატიმრეს, აწამეს და აიძულეს ბერად აღკვეცილიყო. მასთან ერთად ბრალდებულთა შორის იყო ათონის ივერთა მონასტრის წინამძღვარი გიორგი მაშენებელი. შემდგომი ძიების პროცესში კონსტანტინემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა კონსტანტინეპოლში, ვლაქერნის სასახლეში ყოფნისას.
კონსტანტინე დიოგენეს ცოლად ჰყავდა რომანოზ III-ის ძმის, ბასილ არგიროსის ქალიშვილი. ბასილის სხვა ქალიშვილი, ელენე ცოლად ჰყავდა საქართველოს მეფე ბაგრატ IV-ს. კონსტანტინეს ვაჟი რომანოზ IV დიოგენე შემდგომში ბიზანტიის იმპერატორი გახდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.