კოკოლა შალიკაშვილი — XVI საუკუნის II ნახევრის მესხი ფეოდალი, ოთარ შალიკაშვილის შვილიშვილი.
სამცხე-საათაბაგოში შიდაფეოდალური დაპირისპირების დროს იყო ათაბაგთა მოწინააღმდეგე ჯგუფის ერთ-ერთი მეთაური. 1577-1578 წლებში იბრძოდა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ. სამცხე-საათაბაგოს ოსმალების მიერ დაპყრობის შემდეგ გადავიდა სეფიანთა სპარსეთის მხარეს და მიიღო ისლამი. 1587 წლამდე იყო სპარსეთის სამსახურში. 1587 წლიდან გადავიდა ოსმალეთის მხარეს. მაჰმუდ-ხანის სახელით დანიშნეს გორის ბეგლარბეგად.
- ლომსაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 678.
- სვანიძე მ., „საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII საუკუნეები“, თბილისი, 1971
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.