From Wikipedia, the free encyclopedia
კოდილის ციხე — ციხე თურქეთში გუმუშჰანეს დასავლეთით 23 კმ–ზე სოფ. დიბერდის ჩრდილო–დასავლეთით მდებარე დიდ კლდეზეა აგებული. ციხე საშენი მასალისა და მშენებლობის ხელოვნების მიხედვით შუა საუკუნეებისაა. იგი საკმაოდ სტრატეგიულ ადგილასაა აშენებული და ალთინფინარ–შირან–თორულ–გუმუშჰანეს გზების დამცველია. შესაბამისად ერთდროულად აქ გამავალი გზების გასაკონტროლებლად და ამასთანავე თავდაცვითი მიზნებისთვისაა აგებული. ციხე ზღვის დონიდან დაახლოებით 1450 მ სიმაღლეზეა. აღმოსავლეთი და სამხრეთი კედლების სისქე 1,80–2 მ–ია. შესასვლელი სამხრეთ–დასავლეთით აქვს. იგი თაღოვანია. მისი სიმაღლე 3,40 მ, სიგანე — 2,10 მ. მშენებლობაში თავსართად თითო მეტრიანი ხის მასალაცაა გამოყენებული. ციხის საერთო სიგრძე აღმოსავლეთიდან დასავლეთით 40 მეტრია. შიდა ტერიტორიაზე დღემდე დაცულია სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები. შედარებით კარგად იკითხება ერთი სათავსოს და აღმოსავლეთით ორი კედლის ნანგრევები სამხრეთ–დასავლეთით 100 მეტრში, კლდეში ნაკვეთი 2,10 X1,90 და 1, 10 მ სიღრმის წყლის ცისტერნაა. ცისტერნის დასავლეთით კი — 7,40 მ სიგრძის კედლის 13 საფეხურია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.