From Wikipedia, the free encyclopedia
კლოპენ ტრუიეფუ (წარმოთქმა: [klɔ.pɛ̃ tʁuj.fu], Clopin Trouillefou) — ლიტერატურული პერსონაჟი ვიქტორ ჰიუგოს რომანიდან „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“.
ნაწარმოებში კლოპენი პიერ გრენგუარს ჩაუშლის პიესას, როდესაც დააყაჩაღებს მაყურებლებს. იმავე ღამით კი გრენგუარი მიეჭრება "საოცრებათა სასახლეში", სადაც კლოპენი წარმოჩნდება არა როგორც ქურდბაცაცა, არამედ უსახლკაროების მეფე.
კლოპენი გრენგუარს საზღვრის დარღვევის გამო ("საოცრებათა სასალეში" შესვლა პატიოსან ადამიანებს ეკრძალებოდათ) ჩამოხრჩობას მიუსჯის, თუმცა მშვენიერი ესმერალდა მას სიკვდილისგან იხსნის, იმით რომ ფორმალურად ცოლად გაჰყვება. ნაწარმოების ბოლოს კი, კლოპენი გებულობს ესმერალდას სასიკვდილო განაჩენის შესახებ, კაპიტან ფებუსის მოკვლის მცდელობის ბრალდებით. მისი გადარჩენის მიზნით, კლოპენი თავისი ხალხით გარს შემოარტყამს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს, რათა კათედრალზე იერიში მიიტანოს და გამოიხსნას ესმერალდა, რომელიც კვაზიმოდოს ჰყავს შეფარებული. იერიშის საპასუხოდ კვაზიმოდო თავს იცავს ქვებით, კუნძებით და გამდნარი ტყვიით. საბოლოოდ, ავტორი აღნიშნავს, რომ კლოპენი მამაცურად დაიღუპა ტაძარზე თავდასხმის დროს.
მსახიობი | ვერსია |
---|---|
ჯონ ვებ დილონი | 1917 წლის გადაკეთება |
ერნესტ ტორენსი | 1923 წლის ვერსია |
თომას მიტჩელი | 1923 წლის ვერსია |
ფილიპ კლეი | 1956 წლის ვერსია |
უილფრიდ ლაუსონი | 1966 წლის ვერსია |
ტონი ქაუნთერი | 1977 წლის ვერსია |
დევიდ საჩეტი | 1982 წლის ვერსია |
პოლ კანდელი (გახმოვანება) | 1996 წლის ვერსია |
ჯიმ დეილი | კუზიანი (1997) |
ლუკ მერვილი | 1997-2002, მიუზიკლი |
დომენიკ პირონ | 1999 პაროდია |
ჩარლ კოლბურნი | 2009 წლის ვერსია |
კლოპენი აგრეთვე წარმოჩენილია უოლტ დისნეის ფილმში „კუზიანი ნოტრ-დამიდან“, სადაც იგი არის ბოშა. ფილმში კლოპენი ჰიუგოსეულ კლოპენტან შედარებით არის მეტად მხიარული და ნაკლებად ავბედითი. მის პერსონაჟს ახმოვანებს პოლ კანდელი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.