კლაუდია როდრიგეს დე გევარა

From Wikipedia, the free encyclopedia

კლაუდია როდრიგეს დე გევარა (ესპ. Claudia Rodríguez de Guevara) — სალვადორელი პოლიტიკოსი და ბუღალტერი, რომელმაც სალვადორის პრეზიდენტის თანამდებობაზე შეცვალა ნაიიბ ბუკელე და გახდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2023 წლის 1 დეკემბერიდან. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად 2024 წლის 1 ივნისამდე დარჩება, სანამ არ ამოიწურება ნაიიბ ბუკელეს საპრეზიდენტო ვადა. კლაუდია როდრიგესი არის პირველი ქალი სახელმწიფოს მეთაური სალვადორში.[1][2][3]

სწრაფი ფაქტები სალვადორის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, თანამდებობაზე ყოფნის დრო ...
კლაუდია როდრიგეს დე გევარა
სალვადორის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 დეკემბერი, 2023  1 ივნისი, 2024
წინამორბედინაიიბ ბუკელე
მემკვიდრენაიიბ ბუკელე

დაბადებული1980 / 1981
სალვადორი
განათლებაფრანსისკო გავიდიას უნივერსიტეტი
საქმიანობაპოლიტიკოსი, ბუღალტერი
დახურვა

კლაუდია როდრიგესი 2019-2023 წლებში იყო პრეზიდენტ ბუკელეს ფინანსური მენეჯერი. 2021 წელს როდრიგესი დანიშნეს მუნიციპალური სამუშაოების დირექტორად, ხოლო 2022 წელს იგი გახდა ბუკელეს პირადი მდივანი. 2023 წლის 30 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ბუკელემ და ვიცე-პრეზიდენტმა ფელიქს ულიოამ შვებულება აიღეს 2024 წლის არჩევნებში ხელახლა მონაწილეობისათვის, როდრიგესი საკანონმდებლო ასამბლეამ აირჩია პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად, თანამდებობა მან დაიკავა მომდევნო დღეს. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად მისი დანიშვნა ადვოკატებმა გააკრიტიკეს და უწოდეს არაკონსტიტუციური.[4]

ბიოგრაფია

როდრიგესი დაიბადა 1980 ან 1981 წელს.[5][6] სწავლობდა ხოსე საბერლიო პონსეს ქრისტიანულ კოლეჯში[7] და შემდეგ სწავლა გააგრძელა ფრანსისკო გავიდიას უნივერსიტეტში. იგი ასევე სწავლობდა სალვადორის ბუღალტერთა კორპორაციაში.[8]

სქოლიო

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.