კიმ კი დუკი (კორ. 김기덕; დ. 20 დეკემბერი, 1960, სამხრეთი კორეა — გ. 11 დეკემბერი, 2020, რიგა, ლატვია)[1][2]კორეელი რეჟისორი, მოღვაწეობდა არტ ჰაუზში.

Koreanischer Name გაითვალისწინეთ: ეს არის სტატია ადამიანზე, რომლის სახელი და გვარი დაკავშირებულია კორეასთან. კორეაში არსებული ტრადიციის შესაბამისად, პირველ ადგილზე იწერება გვარი, ხოლო შემდეგ — სახელი.
გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანის გვარი არის
კიმი, ხოლო სახელი — კი დუკი.
სწრაფი ფაქტები კიმ კი დუკი, დაბადების თარიღი ...
კიმ კი დუკი
Thumb
დაბადების თარიღი 20 დეკემბერი, 1960
სამხრეთი კორეა
გარდაცვალების თარიღი 11 დეკემბერი, 2020 (59 წლის)
რიგა, ლატვია
რეზიდენცია სამხრეთ კორეა
საქმიანობა რეჟისორი
დახურვა

ბიოგრაფია

9 წლის ასაკში მისი ოჯახი სეულში გადავიდა. მანამდე 9 წელი ბუნებაში გაატარა. სრული საშუალო განათლება არ მიუღია. 15 წლისამ ქარხანაში დაიწყო მუშაობა. 21-26 წლამდე სამხედრო სამსახურს იხდიდა. 26 წლისამ დაიწყო უსინათლოებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ეკლესიაში მუშაობა.

30 წლის ასაკში პარიზში წავიდა. ეს იყო დრო, როდესაც პირველად ნახა კინო. მასზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ფილმებმა „კრავთა დუმილი“ ენტონი ჰოპკინზის მონაწილეობით და ლეო კარაქსის ფილმმა „შეყვარებულები პონტ ნოფიდან“. ასევე ემირ კუსტურიცასა და შოჰეი იმამურას შემოქმედებამ. ფილმების გადაღება 36 წლის ასაკში დაიწყო. კინოს, როგორც პროფესიას, არ დაუფლებია. 13 წლის განმავლობაში გადაიღო 15 ფილმი.

მის ფილმებს ბერლინის, ვენეციის, კარლოვი ვარის, ლოკარნოს, კანის კინოფესტივალებზე აქვთ მიღებული ჯილდოები.

ფილმოგრაფია

  • 1996 - ნიანგი (악어)
  • 1996 - გარეული ცხოველები
  • 2000 - კუნძული (섬)
  • 2000 - რეალური ფანტასტიკა
  • 2001 - ცუდი ბიჭი (나쁜 남자)
  • 2001 - ცარიელი სახლი (수취인불명)
  • 2002 - სანაპიროს მცველი
  • 2003 - გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი... და ისევ გაზაფხული (봄 여름 가을 겨울 그리고 봄)
  • 2004 - სამარიტელი გოგონა
  • 2005 - მშვილდი
  • 2006 - დრო
  • 2007 - სუნთქვა
  • 2008 - ოცნება (비몽)
  • 2011 - არირანგი (아리랑)
  • 2012 - პიეტა (피에타)

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
დახურვა

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.