From Wikipedia, the free encyclopedia
კვაუტემოკ ბლანკო (ესპ. Cuauhtémoc Blanco; დ. 12 იანვარი, 1973) — მექსიკელი პოლიტიკოსი, ქალაქ კუერნავაკის მერი[2] და ყოფილი ფეხბურთელი, მექსიკის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი. თამაშობდა როგორც თავდამსახმელის, ისე შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | კვაუტემოკ ბლანკო ბრავო | ||
დაბადების თარიღი | 12 იანვარი, 1973 | ||
დაბადების ადგილი | მეხიკო, მექსიკა | ||
სიმაღლე | 178 სმ.[1] | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1992–2007 | ამერიკა | 333 | (125) |
1997–1998 | → ნეკაქსა | 28 | (13) |
2000–2002 | → ვალიადოლიდი | 23 | (3) |
2004 | → ვერაკრუსი | 15 | (5) |
2007–2009 | ჩიკაგო ფაიერი | 62 | (16) |
2008 | → სანტოს ლაგუნა | 4 | (1) |
2010 | ვერაკრუსი | 14 | (5) |
2010–2011 | ირაპუატო | 47 | (9) |
2012–2013 | დორადოსი | 40 | (14) |
2013–2014 | ლობოს ბუაპი | 22 | (6) |
2014–2015 | პუებლა | 19 | (3) |
2016 | ამერიკა | 1 | (0) |
სულ | 641 | (217) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1995–2014 | მექსიკა | 120 | (39) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ბლანკომ კარიერა დაიწყო მექსიკურ კლუბ „ამერიკაში“, სადაც თამაშობდა 15 წლის განმავლობაში. ის მიჩნეულია 1990–2000-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მექსიკელ ფეხბურთელად.
ბლანკო ერთადერთი მექსიკელი ფეხბურთელია, რომელიც დაეუფლა ფიფა-ს საერთაშორისო ჯილდოებს „ვერცხლის ბუცი“ და „ვერცხლის ბურთი“. ოთხგზის დასახელდა მექსიკის საფეხბურთო ჩემპიონატის ყველაზე ღირებულ ფეხბურთელად. მექსიკის ყველა დროის ბომბარდირებს შორის იკავებს მესამე ადგილს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.