კესელრინგის შროშანი
მცენარის სახეობა From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
კესელრინგის შროშანი (ლათ. Lilium kesselringianum) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე შროშანისებრთა ოჯახის (Liliaceae) შროშანის გვარისა (Lilium).
Remove ads
სახელწოდება
შროშანის ამ სახეობამ სახელი ბოტანიკოს ფრიდრიხ ვილჰელმ კესელრინგის (1876-1966) პატივსაცემად მიიღო, რომელმაც იგი კულტურულ მებაღეობაში დანერგა და სრულყოფილი კულტივაცია შეძლო.
აღწერა
წარმოადგენს 60-100 სანტიმეტრის სიმაღლის მრავალწლოვან ბალახოვან კულტურას. ბოლქვები კვერცხისებური აქვს. ფოთლები კი ხაზურ-ლანცეტა, მჯდომარე, რიგად გაჰყვება მთელ სიგრძეზე. ფორმა პირამიდესებური; ყვავილები მოყვითალო-ღია რძისფერი, მტვრიანები კი მუქი იისფერი აქვს.[1] ნაყოფი კოლოფს წარმოადგენს. ყვავილობს ივნისსა და ივლისში.
გავრცელების არეალი
გავრცელებულია ჩრდილო კავკასიაში, საქართველოში, გვხვდება თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილშიც.[2]
იზრდება ტყის სარტყლის მინდვრებსა და ველებზე, ისევე როგორც სუბალპური სარტყლის მაღალმთიან მდელოებზე.[3][4]
სტატუსი
გადაშენების საფრთხის წინაშე მდგომი სახეობაა. შეტანილია წითელ წიგნში. ნადგურდება და მცირდება ძირითადად იმის გამო, რომ მის ბოლქვებს გარეული ცხოველები ჭამენ. გარდა ამისა, მებაღეები ბოლქვებს მიწიდან იღებენ ან ყვავილებს აგროვებენ თაიგულებისათვის, რაც სახეობას ასევე მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის.
რესურსები ინტერნეტში
- Plantarium, Lilium kesselringianum Miscz., Описание таксона numerous color photos; captions in Russian
სქოლიო
Wikiwand - on
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Remove ads