From Wikipedia, the free encyclopedia
კერი რეი კინგი (ინგლ. Kerry Ray King; დ. 3 ივნისი, 1964) — ამერიკელი მუსიკოსი. სახელი გაითქვა როგორც თრეშ მეტალ ჯგუფ სლეიერის გიტარისტი. კინგმა ჯგუფი ჯეფ ჰანემანთან ერთად შექმნა და 1981 წლიდან მისი წევრია.
კერი კინგი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | კერი რეი კინგი |
დაბ. თარიღი | 3 ივნისი, 1964, კალიფორნია აშშ |
დაბ. ადგილი | ლოს-ანჯელესი |
ჟანრ(ებ)ი | თრეშ მეტალი |
საქმიანობა |
კომპოზიტორი მუსიკოსი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა |
აქტიური | 1981–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | American, Def Jam, Metal Blade, Nuclear Blast |
მეუღლე | სანდრა არაია |
საიტი | kerrykingofficial.com |
კერი კინგი ვიკისაწყობში |
კინგი ავიაინჟინერის და ტელეფონის კომპანიის თანამშრომლის ოჯახში დაიბადა, მან დაასრულა უორენის სკოლა კალიფორნიაში და კალვანოს მუსიკალურ ცენტრში დაიწყო გიტარის სწავლა. სწორედ ამ წლებში ერთ-ერთ მოსმენაზე გაიცნო ჯეფ ჰანემანი რომელთანაც ერთად ჯგუფში მოხვდა, ისინი Iron Maiden-ის და Judas Priest-ის სიმღერებს უკრავდნენ და რამდენიმე რეპეტიციის შემდეგ საკუთარი ჯგუფის შექმნა გადაწყვიტეს.
კინგს პირველი შეხება გიტარასთნ ბავშვობაში ჰქონდა, კინგის ადრინდელ ნაშრომებს სლეიერთან ერთად, როგორებიცაა Reign In Blood და Hell Awaits კრიტიკოსები ახასიათებდნენ როგორც „გიჟურ რიფებს რომლებიც ზუსტად გადმოსცემენ იმ ძალადობის მსხვერპლთა ტირილის ხმებს რომლებზეც სლეიერი წერს“, Allmusic-ის ჟურნალისტი სთივ ჰიუი კი კინგის და ჰანემანის სოლოებს აღწერს როგორც „გიჟურად ქაოტური“.
კინგის ახალგაზრდობის ინტერვიუებში იგი მის საყვარელ ჯგუფებად ვენომს-ს, Black Sabbath-ს, Judas Priest-ს, Iron Maiden-ს და Deep Purple-ს ასახელებს, ამ ხუთეულში კი როგორც თვითონ აცხადებს ყველაზე დიდი გავლენა Judas Priestმა იქონია, ხოლო მის საყვარელ გიტარისტებად რომლებმაც მასზე გავლენა მოახდინეს რიჩი ბლექმორს, ედი ვან ჰალენს და თედ ნაგენტს ასახელებს.
კერი ამჟამად არის დაქორწინებული აიეშა კინგზე,მას ჰყავდა პირველი ცოლიც რომლისგანაც შეეძინა გოგონა შაიან კიმბერლი კინგი.
2006 წლის ინტერვიუში კინგმა თავისი ანტი-რელიგიური მოსაზრებები დააფიქსირა : „არ ვცხოვრობ რამე ფილოსოფიით, ჩემი მთავარი წესი კი ისაა, რომ ავუნჯანყდე ამ ერთ აზრს რომელიც ხალხს ამონებს და რელიგია ჰქვია, მე არ მჯერა იმის რასაც ვერ ვხედავ და ვერც ვერავინ მაჩვენებს“.
|
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.