From Wikipedia, the free encyclopedia
კახა გამრეკელის ძე თორელი (გ. დაახლ. 1177) — XII საუკუნის შუა წლების მოღვაწე ქართველი დიდგვაროვანი ფეოდალი, ახალქალაქის (ე. ი. ჯავახეთის) ერისთავთერისთავი. საისტორიო წყაროებში იხსენიება 1152-1177 წლების ამბებთან დაკავშირებით. თორელი მოხსენიებულია საორბისის ეკლესიის (თეძმის ხეობა) 1152 წლის წარწერაში, როგორც მაშენებელი და ამ მხარის მემამულე (ე. ი. თავისი ძირითადი საგვარეულო მამულის თორის გარდა, ამ პერიოდში მას უკვე ჰქონდა მამული თეძმის ხეობაშიც). თამარის ისტორიკოსის ცნობით, 1163 თორელი გიორგი III-ს სომხეთის (შირაქის) ცენტრის — ანისის — გამგებლად დაუნიშნავს. ამ ცნობაში ის იხსენიება როგორც „დიდი და სახელგანთქმული მოლაშქრე“. 1177 წელს თორელი თავისი შვილებით დემნა უფლისწულის ამბოხებას მიმხრობია, მაგრამ შემდეგ კვლავ მეფის მხარეზე გადასულა. ამის შემდეგ თორელი საისტორიო წყაროებში აღარ იხსენიება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.