From Wikipedia, the free encyclopedia
კაჰარ მაჰკამოვი (ტაჯ. Қаҳҳор Маҳкамович Маҳкамов; დ 16 აპრილი, 1932 ხოჯენდი, ტაჯიკეთის სსრ, სსრკ — გ. 8 ივნისი, 2016, დუშანბე, ტაჯიკეთი) — საბჭოთა და ტაჯიკი პოლიტიკური მოღვაწე. ტაჯიკეთის სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (1982–1986 და 1990–1991), ტაჯიკეთის კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივანი (1985–1991), სკკპ-ის ცკ-ის პოლიტბიუროს წევრი (1990–1991), ტაჯიკეთის სსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე (1990), ტაჯიკეთის პირველი პრეზიდენტი (1990–1991). სსრკ-ის 11-ე მოწვევის უმაღლესი საბჭოს კავშირის საბჭოს დეპუტატი (1984—1989 წწ.) ტაჯიკეთის სსრ-დან[1].
კაჰარ მაჰკამოვი | |
ტაჯიკეთის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 ნოემბერი, 1990 – 31 აგვისტო, 1991 | |
წინამორბედი | თანამდებობა დაარსდა |
მემკვიდრე | კადრიდინ ასლანოვი |
ტაჯიკეთის სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 ნოემბერი, 1990 – 25 ივნისი, 1991 | |
წინამორბედი | იზატულო ხაიოევი |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
ტაჯიკეთის სსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
12 აპრილი, 1990 – 30 ნოემბერი, 1990 | |
წინამორბედი | მ. ტაბაროვი |
მემკვიდრე | კადრიდინ ასლანოვი |
ტაჯიკეთის კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივანი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
14 დეკემბერი, 1985 – 4 სექტემბერი, 1991 | |
წინამორბედი | რაჰმონ ნაბიევი |
მემკვიდრე | შოდი შაბდოლოვი |
ტაჯიკეთის სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 აპრილი, 1982 – 4 აპრილი, 1986 | |
წინამორბედი | რაჰმონ ნაბიევი |
მემკვიდრე | იზატულო ხაიოევი |
დაბადებული | 16 აპრილი, 1932 ხოჯენდი, ტაჯიკეთის სსრ, სსრკ |
გარდაცვლილი | 8 ივნისი, 2016 დუშანბე, ტაჯიკეთი |
პოლიტიკური პარტია | სკკპ (1957-1991) |
მეუღლე | გავხარ შუკრიატოვნა |
შვილები | 2 |
კაჰარ მაჰკამოვი დაიბადა 1932 წლის 16 აპრილს ხოჯენდში, გლეხის ოჯახში. 1953 წელს დაასრულა ლენინგრადის სამთო ინსტიტუტი. 1957 წლიდან სკკპ-ის წევრია[2]. 1961 წლიდან ლენინაბაის ქალაქის აღმასკომის თავმჯდომარეა. 1965 წლიდან ტაჯიკეთის სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, ხოლო 1982-1986 წლებში — მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. 1990 წლიდან ტაჯიკეთის პირველი პრეზიდენტია. 1991 წელს ტაჯიკეთის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე გამოუცხადეს უნდობლობა რადგან მხარი დაუჭირა მოსკოვში მიმდინარე აგვისტოს პუტჩს და გადადგა.
გადადგომის შემდეგ ითვლებოდა ტაჯიკეთის პარლამენტის ზედა პალატის მუდმივ წევრად. იყო ტაჯიკეთის წარმომადგენელი ევრაზიული ეკონომიკურ საზოგადოებაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.