From Wikipedia, the free encyclopedia
კარორა (Carora) — ქალაქი ვენესუელაში, ლარას შტატში. მდებარეობს ბარკისიმეტოდან 54 მილით სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე ტოკუიოს შენაკად მორერეს ნაპირზე. მისი ისტორიის განმავლობაში, ქალაქი ორჯერ დაარსდა, პირველად 1569 წელს ხუან დე ტეხოს მიერ, მაგრამ ადგილობრივ ინდიელთა მუდმივი თავდასხმების გამო იგი მიტოვებულ იქნა, სამი წლის შემდეგ, 1572 წელს კი ხელახლა დაარსდა ხუან დე სალამანკას მიერ.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
კარორა Carora | |||||
კარორას ეკლესია | |||||
| |||||
ქვეყანა | ვენესუელა | ||||
შტატი | ლარა | ||||
კოორდინატები | 10°34′09″ ჩ. გ. 70°15′42″ დ. გ. | ||||
დაარსდა | 1569; 1572 | ||||
ცენტრის სიმაღლე | 419 მ | ||||
მოსახლეობა | 105 400 კაცი (2005) | ||||
სატელეფონო კოდი | 0252 | ||||
საფოსტო ინდექსი | 3050 | ||||
კოლონიურ პერიოდში კარორა ყვაოდა, მისი მოსახლეობა 10 000 ადამიანს აღწევდა. 1911 წლისთვის, მიმდებარე ტერიტორიებზე განვითარდა ცხენების, ვირების და მსხვილფეხა რქოსანი საქონლის მოშენება. ასევე აწარმოებდნენ ტყავის ნედლეულს, რეზინს და ტყის სხვადასხვა პროდუქტებს. 2005 წლისთვის, ეკონომიკური საქმიანობის მთავარ დარგად კვლავ მესაქონლეობა რჩება, მაგრამ ის ორიენტირებულია რძისა და რძის პროდუქტების წარმოებაზე. 1990-იანი წლებიდან მნიშვნელოვანი ხდება მევენახეობა-მეღვინეობა.
2005 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 105 400 ადამიანს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.