კარლ ფილიპ ემანუელ ბახი (გერმ. Carl Philipp Emanuel Bach); (დ. 8 მარტი, 1714 — გ. 14 დეკემბერი, 1788) — გერმანელი კომპოზიტორი. იოჰან სებასტიან ბახისა და მარია ბარბარა ბახის მეორე შვილი. კლასიკური მუსიკის სტილის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მუსიკას წერდა როკოკოსა და კლასიციზმის ეპოქაში.

Thumb

სიცოცხლე და შემოქმედება

კარლ ფილიპ ემანუელ ბახი დაიბადა ვაიმარში. 10 წლის ჩააბარეს წმინდა თომას სახელობის სკოლას ლაიფციგში. სკოლის შემდეგ სწავლობდა იურისპუდენციას ლაიფციგისა (1731) და ოდერის ფრანკფურტის (1735) უნივერსიტეტებში. 1738 წელს, 24 წლის ჩააბარა უნივესიტეტებში, მაგრამ დაანება თავი იურისტობას და მუსიკოსი გახდა.

რამდენიმე თვის შემდეგ, სილვიუს ლეოპოლდ ვაისის რეკომენდაციით მუშაობა დაიწყო იმ დროისთვის კრონპრინც ფრიდრიხ დიდთან. ამ დროს ის გახდა განთქმული კლავესინისტი და მის შემოქმედებაში შედიოდა 30 საკლავესინო სონატები და კონცერტები. მან დაწერა სონატების ორი ციკლი, რომლების მიუძღვნა ფრიდრიხს და ვიურტემბერგის გრაფს რის შედეგადაც მიიღო მეფის კარის კომპოზიტორის წოდება.

ბერლინში ყოფნის დროს დაწერა მაგნიფიკატი (1749) რომელშიც აშკარად ჩანს მამამისის - იოჰან სებასტიანის მუსიკის გავლენა. იქვე დაწერა კანტატა, (1756) 10 სიმფონია ბევრი კონცერტი კლავესინისთვის, ჰობოისთვის, ფლეიტისთვის და ვიოლონჩელისთვის ორკესტრთან.

რესურსები ინტერნეტში

სწრაფი ფაქტები
დახურვა


Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.