Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
კარლ როჯერსი (ინგლ. Carl Rogers; დ. 8 იანვარი, 1902 — გ. 4 თებერვალი, 1987 ) — 1950-იანი, 1960-იანი, 1970-იანი წლების ჰუმანისტი თეორიტიკოსი. მან ამერიკულ ფსიქოლოგიას უფრო ოპტიმისტური და თვითმადეტერმინირებული ხედვა შესთავაზა. იგი ამტკიცებდა, რომ ადამიანები უფრო მაღალი მიზნებით არიან მოტივირებულნი, რაც მათ განასხვავებს სხვა ცხოველებისგან. ჰუმანისტური პოზოციიდან უპირველესი მოტივატორი საკუთარი თავის აქტუალიზაციისკენ და სრულყოფისკენ სწრაფვაა.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|კარლ როჯერსი}} |
კარლ როჯერსი | |
---|---|
ინგლ. Carl Ransom Rogers | |
დაბ. თარიღი | 8 იანვარი, 1902[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] |
დაბ. ადგილი | ოუკ-პარკი |
გარდ. თარიღი | 4 თებერვალი, 1987[1] [2] [3] [4] [5] [8] [6] [7] (85 წლის) |
გარდ. ადგილი | ლა-ხოია |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგი, არამხატვრული მწერალი და კინოპროდიუსერი[9] |
მუშაობის ადგილი | ჩიკაგოს უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | მადისონის ვისკონსინის უნივერსიტეტი, Teachers College და Union Theological Seminary |
შვილ(ებ)ი | Natalie Rogers[10] |
ჯილდოები | წლის ჰუმანისტი, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის ჯილდო ფსიქოლოგიაში შეტანილი მნიშვნელოვანი სამეცნიერო წვლილი[11] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი და ლეიდენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[12] |
გავლენა მოახდინეს | |
საიტი | nrogers.com/index.html |
კარლ როჯერსი პირდაპირ არ მისულა ფსიქოლოგიაში, თუმცა მან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა როგორც ფსიქოლოგიასა და ფსიქიატრიაზე, ისე განათლებაზე.მან შექმნა კლიენტზე ცენტრირებული თერაპია და პიროვნებაზე ცენტრირებული თეორია, იყო შეხვედრების ჯგუფების შექმნის ინიციატორი, ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი დამაარსებელი; ასევე, იყო წამყვანი ფიგურა, რომელიც პიროვნებაზე ცენტრირებულ ჯგუფებში ერთა შორის პოლიტიკური კონფლიქტების მოგვარებაზე მუშაობდა.
საინტერესოა, რომ კარლ როჯერსი ათ წელიწადზე მეტხანს ეწეოდა ფსიქოთერაპიას მანამ, სანამ აღმოაჩენდა და ამის შემთხვევა არ მიეცემოდა, რომ პსიქოლოგიისთვის ახალი მიდგომის შეთავაზება შეეძლო. ასეთ შემთხვევად 1940 წლის მინესოტას უნივერსიტეტში კონსულტირების პროგრამაში ფსიქოთერაპიის პროცესის შესახებ სასაუბროდ მიიწვიეს. მან გადაწყვიტა, თავისი მოხსენებისთვის " პსიქოთერაპიის უახლესი ცნებები " დაერქმია, რომელსჰიც გააკრიტიკა პსიქოთერაპიის ტრადიციული მეთოდები და ძველმოდური/მოდიდან გასული უწოდა.
როჯერსმა თავის პირველ წიგნში „პრობლემური ბავშვის კლინიკური მოვლა“ (1939) პიროვნებაზე ცენტრირებული იდეები წამოაყენა, რაც კლიენტის მიმართ თერაპევტის ქმედებების მნიშვნელობას შეეხებოდა. როჯერსისთვის კარგ ფსიქოლოგს შემდეგი თვისებები უნდა ჰქონოდა: ობიექტურობა, ინდივიდის პატივისცემა, საკუთარი თავის გაგება და, ბოლოს, ფსიქოლოგიური ცოდნა.
კარლ როჯერსი, ექვსი შვილიდან მეოთხე იყო. დაიბადა 1902 წლის 8 იანვარს იუკ პარკში, ილინოისში (აშშ), მკაცრი პროტესტანტ-ფუნდამენტალისტის შეძლებულ ოჯახში. ის მშობლების მოსაზრებების, ცხოვრებასთან მათეული დამოკიდებულებისა და ამ დამოკიდებულებების საკუთარი ინტერპრეტაციების გავლენის ქვეშ იზრდებოდა.
როჯერსი კარგად სწავლობდა, ბევრს და სიამოვნებით კითხულობდა, უყვარდა თვითანალიზი. მას არ აინტერესებდა სპორტი, ხმაურიანი თამაშები და პრაქტიკულად არ ჰყავდა მეგობრები. ბავშვები გარემოს „დამღუპველი ზემოქმედებისგან“ რომ დაეცვათ, მშობლები საცხოვრებლად ფერმაში გადავიდნენ, სადაც როჯერსი სკოლაში სწავლობდა. მას ბრწყინვალე აკადემიური წარმატებები ჰქონდა და სერიოზულად აინტერესებდა მეცნიერება.
როჯერსმა სწავლა სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებების შესწავლის მიზნით უისკონსინის უნივერსიტეტში განაგრძო.ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ როჯერსმა უნივერსიტეტი ისტორიის განხრით დაამთავრა. 1922 წელს ჩინეთში გაემგზავრა, პეკინში მსოფლიო სტუდენტური ქრისტიანული ფედერაციის ყრილობაზე დასასწრებად, შემდეგ კი ენის შესწავლის მიზნით, დასავლეთ ჩინეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში იმოგზაურა. ამ პერიოდში, 1924 წელს , როჯერსი ჰელენ ელიოტზე დაქორწინდა. წყვილი ნიუ–იორკში გადავიდა საცხოვრებლად.როჯერსმა ისევ შეიცვალა ინტერესები და სასულიერო განათლებისკენ გადაიხარა.მან სწავლის გაგრძელება ნიუ იორკის თეოლოგიურ სემინარიაში გადაწყვიტა.ამის შემდეგ მან კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩააბარა პედაგოგიურ კოლეჯშუ დოქტორანტურაში.
ფსიქოლოგიის სწავლის შემდგომ წლებში როჯერსი გაეცნო ორ მიდგომას. ფსიქოდინამიკურსა და ბიჰევიორისტულს. შემდეგ როჯერსმა კლინიკური პრაქტიკა ბავშვთა აღზრდის ცენტრში გაიარა, სადაც ადამიანები შესწავლისადმი ფსიქოდინამიკური მიდგომით, არაცნობიერი დინამიკის ინტერპრეტაციით მუშაობდნენ. როჯერსმა პროფესიული ცხოვრება ფსიქოდინამიკურ მიდგომაზე დაყრდნობით დაიწყო, თუმცა მალევე გაუცრუვდა იმედი.
როჯერსი 1945 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტში მიიწვიეს, სადაც საშუალება მიეცა, საკუთარი ფსიქოთერაპევტული ცენტრი ჩამოეყალიბებინა, რომლის დირექტორიც იყო 1957 წლამდე.სწორედ აქ მუშაობის პერიოდში ჩამოაყალიბა მან კლიენტზე ცენტრირებული თერაპია.
1951 წელს როჯერსმა გამოაქვეყნა წიგნი „კლიენტზე ცენტრირებული თერაპია“.
1957 წელს როჯერსი გადავიდა უისკონსინის უნივერსიტეტში, მედისონში, სადაც მუშაობდა 1968 წლამდე და ერთდროულად ფსიქიატრიითა და ფსიქოლოგიით იყო დაკავებული.
როჯერსი აკრიტიკებდა შემდეგ დებულებებს:
1963 წელს, როჯერსი ლა ჯოლაში, კალიფორნიაში გადავიდა.
როჯერსი სიცოცხლის ბოლომდე პიროვნების შესწავლის ცენტრში მუშაობდა.
როჯერსმა ბევრი ჯილდო და აღიარება მიიღო კოლეგებისგან. ის იყო ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ჰქონდა მიღებული ჯილდო „გამოჩენილი წვლილისთვის“" და „გამორჩეული პროფესიული წვლილისთვის“ . როჯერსის ავტობიოგრაფია დაიბეჭდა „ფსიქოლოგიის ისტორია ავტობიოგრაფიებში“ , მეხუთე ტომში.
როჯერსის სიკვდილის დღეს მან მიიღო წერილი, რომელშიც იტყობინებოდნენ, რომ ის ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი. როჯერსი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა 1987 წელს.
როჯერსის პიროვნების თეორია მისი საკუთარი კლინიკური გამოცდილებისან დაიბადა.ის აღიარებდა, რომ მისი საკუთარი აზროვნება თავდაპირველად ფროიდისტი ოტო რანკის მაგალითს, რომელიც იმ დროისთვის ჩამოშორდა ტრადიციულ ფსიქოანალიზს. მოგვიანებით როჯერსი თანამშრომლობდა ოტო რანკის მოსწავლესთან ადლერთან. როჯერსმა აღმოაჩინა, რომ ადლერის მუშაობა ბავშვებთან საოცრად განსხვავდებოდა იმ დროისთვის ფართოდ გამოყენებული რთული ფროიდიანული პროცედურებისგან.
როჯერსის სტუდენტები ჩიკაგოს უნივერსიტეტში თვლიდნენ, რომ როჯერსის პოზიცია მარტინ ბუბერისა და სორენ კირკეგორის პოზიციას ეხმიანებოდა. ეს მოაზროვნეები მართლაც დაეხმარნენ როჯერსს საკუთარი ეგზისტენციალური ფილოსოფიის გამყარებაში.
როჯერსს არ შეუმუშავებია ზრდა-განვითარების თეორია, თუმცა სჯეროდა, რომ ზრდის პოტენციალი ყველა ჩვენგანს აქვს. ორგანიზმის ზრდის ბუნებრივი პროცესი გართულებას, გაფართოებას, ავტონომიის გაძლიერებასა და, ამავე დროს, სოციალიზირებულობის ზრდას, მოკლედ რომ ვთქვათ, თვითაქტუალიზაციას გულისხმობს. მე-კონცეფცია ფენომენური ველის ცალკეულ ნაწილად იქცევა.
აღსანიშნავია, რომ როჯერსს, კლინიკურ გამოცდილებაზე დაყრდნობილი სხვა თეორიტიკოსებისგან განსხვავებით, არ გაუწერია განვითარების მნიშვნელოვანი სტადიების ზუსტი განრიგი, რომლის მეშვეობითაც ხდება ადამიანი განვითარება ახალშობილობიდან მოზრდილობამდე. ამის ნაცვლად, ის ფოკუსირდება იმაზე, თუ როგორ უწყობს ხელს ინდივიდის გარშემომყოფების შეფასება, განსაკუთრებით ბავშვობაში, ორგანიზმის განცდებისა და მე-ს განცდების დისტანცირებას ანუ არაკონგრუენტული მდგომარეობის შექმნას.
როჯერსი გვთავაზობს თეორიას იმის შესახებ რასაც თავად სრულფასოვნად ფუნქციონირებად პიროვნებას უწოდებს. ეს თეორია დეტალურად განიხილავს ჰიპოთეტური პიროვნების თვისებებს, რომელსაც როჯერსი „სრულად აქტუალიზირებული ადამიანის ორგანიზმად“ მოოჩნევს. ასეთი პიროვნების უუფრო დეტალურად აღწერილ ბუნებას როჯერსი „კარგ ცხოვრებას“ არქმევს. ამრიგად, პიროვნებაზე ცენტრირებულ თეორიაში არა მარტო ფსოქოლოგიური აშლილობისა და პიროვნების მარცხებია აღწერილი, არამედ ადამიანის პოტენციალი და რეალიზაციის გზებიც. პოტენციალზე ასეთი ხაზგასმა მნიშვნელოვანი იყო, რადგან როჯერსს სურდა, თავი აერიდებინა ადამიანის ფუნქციონირების დეფიციტებზე დაფუძნებული მოდელის შექმნისთვის. ამის ნაცვლად, მან შექმნა კონსტრუქციული ზრდისა და ცვლილების პოტენციალზე დაფუძნებული მეთოსი.
ოპტიმალურად ფუნქციონირებადი პიროვნების აღწერისას როჯერსი სამ ზოგად თვისებას ასახელებს, რომელიც, მისი აზრით, ახასიათებს ნებისმიერ სრულყოფილად ფუნქციონირებადი ადამიანის ქცევას. ესენია:
ცხადია, მხოლოდ მცირე რაოდენობის ინდივიდებს ახასიათებთ ყველა ეს თვისება სრულად. კარგი ცხოვრება იდეალური მდგომარეობა უფროა, ვიდრე რეალურად, ჩვეულებრივ არსებული მდგომარეობა.
როჯერსისთვის ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია თავის მე-კონცეფციაში სუბიექტური გამოცდილების ასახვა. ჯანმრთელი ადამიანისთვის დამახასიათებელია კონგრუენტულობა მე-სა და გამოცდილებას შორის, გამოცდილებისადმი ღიაობა და დაცვითი რეაქციების არქონა. ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე პიროვნება კი, პირიქით, ისეა სტრუქტურირებული, რომ ის არ შეესატყვისება ორგანიზმის გამოცდილებას. პსიქოლოგიურად ცუდად ადაპტირებული ინდივიდი უარს ამბობს ცნობიერებაში მნიშვნელოვანი სენსორული და ემოციური გამოცდილების შეშვებაზე. მე-კონცეფციისთვის არაკონგრუენტული გამოცდილება არაცნობიერად აღიქმება, როგორც საფრთხის მომტანი და უარიყოფა, ან მახინჯდება. ამ სიტუაციას როჯერსმა მე-კონცეფციასა და სუბიექტურ გამოცდილებას შორის განსვლა უწოდა. შედეგად ვიღებთ მე-კონცეფციის რიგიდულად შენარჩუნებას, რომელიც თავს იცავს მე-ს მთლიანობისთვის საფრთხის მომტანი და პოზიტიური თვითშეფასების მოთხოვნილების მაფრუსტრირებელი სუბიექტური გამოცდილების ზემოქმედებისგან.
როჯერსის თანახმად ფსიქოლოგიური პათოლოგია ნიშნავს, რომ დარღვეულია ურთიერთობა მე-კონცეფციასა და აქტუალურ გამოცდილებას შორის. თუმცა, როჯერსის კვლევათა დიდი ნაწილი მე-კონცეფციასა და იდეალურ მე-ს ურთიერთობას ეძღვნება. ამ კვლევებში მე-სა და იდეალურ მე-ს შორის განსვლის ხარისხი ადაპტაციის მაჩვენებლად გამოიყენებოდა: რაც ნაკლებია განსვლა, მით უკეთესია ადაპტირებულობა.
როჯერსმა დანერგა თერაპიულ ურთიერთობაში ახალი ტერმინოლოგია. მოკლედ თუ შევაჯამებთ, როჯერსის თეორია 19 ძირითად დებულებას ეყრდნობა:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.