From Wikipedia, the free encyclopedia
კაპუცინისებრნი (ლათ. Cebidae) — პრიმატების ოჯახი ცხვირფართო მაიმუნების ქვერიგისა. გავრცელებულნი არიან ტროპიკულ და სუბტროპიკულ სამხრეთ და ცენტრალურ აფრიკაში. მეხეური ცხოველები არიან და მიწაზე იშვიათად გადაადგილდებიან. მცირე ზომის მაიმუნებია, უდიდესის, მურა კაპუცინის სხეულის სიგრძეა 33–56 სმ, ხოლო მასა 2,5–3,9 კგ. შეფერილობით საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა ყოველ მათგანს ბრტყელი და ფართო ცხვირი აქვს. ყოვლისმჭამელები არიან, უმთავრესად იკვებებიან ხილითა და მწერებით. საკვების ამ სახეობების პროპორცია სახეობებს შორის განსხვავებულია. მაკეობა 130–170 დღე-ღამე გრძელდება (დამოკიდებულია სახეობაზე), დედალი შობს 1 ან 2 ნაშიერს. კაპუცინისებრნი სოციალური ცხოველები არიან. ქმნიან 5-დან 40-მდე წევრისგან შემდგარ ჯგუფებს, მცირე ზომის სახეობები უფრო დიდ ჯგუფებსაც ქმნიან. აქტიურები არიან დღისით.[1]
კაპუცინისებრნი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Cebidae (Bonaparte, 1831) | |||||||||||||
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.