კალჩიკი (უკრ. Кальчик; სავარაუდოდ, აგრეთვე კალკა) — მდინარე უკრაინაში, დონეცკის ოლქში. სიგრძე 88 კმ, აუზის ფართობი 1263 კმ². მდინარე კალმიუსის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს აზოვისპირა მაღლობზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 250 მ სიმაღლეზე, სოფელ კალჩინოვკის მიდამოებში, დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების საზღვარზე. ტრაპეციის ფორმის ხეობა აქვს. შერეული საზრდოობის მდინარეა. მდინარის ნაპირზეა ქალაქი მარიუპოლი. წყლის მინერალიზაცია იზრდება სათავიდან შესართვამდე. შესართავის რიაონში მინერალიზაცია 2,5 გ/ლ აღწევს. წყლის ხარჯი 3,0-იდან 30-მდე მ³/წმ. არის სარკისებრი კობრი, თეთრი ამური, სქელშუბლა და სხვა სახეობის თევზი. 1223 წლის 31 მაისს მდინარეზე მოხდა ბრძოლა გაერთიანებულ რუს-ყივჩაყთა ჯარებსა და მონღოლთა კორპუსს შორის.
კალჩიკი | |
---|---|
ქვეყანა | უკრაინა |
ქალაქები | მარიუპოლი |
სათავე |
აზოვისპირა მაღლობი 47°21′20″ ჩ. გ. 37°08′20″ ა. გ. |
შესართავი | 47°07′00″ ჩ. გ. 37°36′45″ ა. გ. |
სიგრძე | 88 კმ |
აუზის ფართობი | 1263 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
კალჩიკი ვიკისაწყობში |
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.