From Wikipedia, the free encyclopedia
იუნუს-ბეკ ევკუროვი (რუს. Евкуров, Юнус-бек Баматгиреевич; დ. 29 ივლისი, 1963, ტარსკოე, ჩრდილოეთ ოსეთი) — რუსი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე. 2008 წლის 30 ოქტომბრიდან ინგუშეთის პრეზიდენტი.[1][2] რუსეთის ფედერაციის გმირი (2000). დაიბადა 1963 წლის 29 ივლისს, სოფელ ტარსკოეში. ჰყავს ექვსი ძმა და ხუთი და.[3] გაიზარდა ქალაქ მალგობეკში. სკოლა დაამთავრა ბელსანში. 1982-1984 წწ. მსახურობდა წყნაროკეანური ფლოტის ქვეით ჯარში.[4] სწავლობდა აგრეთვე რიაზანის საჰაერო-სადესანტო უმაღლეს სასწავლებელში, რომელიც 1989 წელს დაამთავრა. 1997 წელს დაამთავრა ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია.
იუნუს-ბეკ ევკუროვი | |
---|---|
იუნუს-ბეკ ევკუროვი (2009) | |
მშობლიური სახელი | Юнус-бек Евкуров |
დაბადების სახელი | იუნუს-ბეკ ევკუროვი |
დაბადების თარიღი |
29 ივლისი 1963 ტარსკოე, ჩრდილოეთ ოსეთი |
მოქალაქეობა | რუსეთი |
პროფესია | პოლიტიკა |
მეუღლე(ები) | ხავა კოძოევა |
შვილ(ებ)ი | იტარ-ბეკი |
2009 წლის 22 ივნისს ევკუროვზე თავდასხმის მცდელობა განხორციელდა, რის შედეგად პრეზიდენტის ერთ-ერთი დაცვის წევრი ადგილზევე გარდაიცვალა. თვით ევკუროვი და კიდევ ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა; იმ მომენტისთვის ევკუროვი ჯანმრთელობის მხრივ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო.[5] 2009 წლის 23 ივნისს ევკუროვის თავდასხმის მცდელობაში ოთხი ეჭვმიტანილი დააკავეს. ანონიმური წყაროების მიხედვით, დაკავებულ პირებს ჰქონდათ კავშირი არაკანონიერ სამხედრო ფორმირებასთან.[6][7] 2009 წლის 13 ოქტომბერს ალექსანდრე ბორტნიკოვმა განაცხადა, რომ ევკუროვზე თავდასხმის მონაწილენი განადგურებულები არიან.[8] საგამოძიებო კომიტეტის მიხედვით, თავდასხმის ორგანიზაციაში მონაწილეები არიან აგრეთვე ალექსანდრე ტიხომიროვი და მაჰომედ ცოკიევი, რომლებიც ძებნაში არიან გამოცხადებულები.[9] ალექსანდრე ტიხომიროვი მოკლულ იქნა 2010 წლის 2 მარტს სოფელ ეკაჟევოში (ინგუშეთი).[10]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.