წელთა აღრიცხვანი. მეფენი თუ რომელი რომელსა წელსა გამეფდეს. [3]
დასაბამითგან სოფლისა ბერძულის რიცხვით |
ქართული ქორონიკონი მეათე მოქცევი. |
ქრისტესს უწინ შობადმდე. |
|
თუ რომელმან მეფემან რაოდენი წელი იმეფა |
5206 |
514 |
302 |
Ⴀ. პირველმან მეფემან სრულიად ივერიისა თჳთმპყრობელმან, ალექსანდრე დიდისა მაკედონელის მიერ დადგენილი მთავრად განმგებლად სრულიად ივერიისა აზონ მაკედონელი მოკლა და თჳთ მიიღო თჳთმპყრობელობითი მეფობა სრულიად ივერიისა ფარნავაზ პირველმან, რომელიცა იყო თჳთ ბუნებით ქართველი ძმისწული მცხეთისა მამასახლისისა სამარასი და გვარეულობასა თჳსსა უწოდა ქართლოსიანად. |
65 |
5271 |
მეათერთმეტე მოქცევი 47
|
237 |
Ⴁ. მიიღო მეფობა სრულიად ივერიისა საურმაგ პირველმან ძემან ჶარნავაზ პირველისამან და იწოდა ქართლისიან-ფარნავაზიანად. |
75 |
5346 |
122 |
162 |
Ⴂ. იქმნა მეფედ ყოვლისა ივერიისა მირვან პირველი და იყო ესე სიძე ასულის-ქმარი საურმაგ მეფისა, ესე მირვან იყო დისწულის შვილი სიდედრისა საურმაგ მეფისა ნათესავისაგან ნებროთ ასირიისა მეფისა შთამომავალი, რომელიცა წოდა ქართლოსიან-ფარნავაზიან-ნებროთიანად. |
18 |
5364 |
140 |
144 |
Ⴃ. იქმნა მეფედ ყოვლისა ივერიისა ფარნაჯამ პირველი ძეჲ მეფისა მირვან პირველისა, რომელმანცა იმეფა წელიწადი 9. განსდევნეს ესე ივერიელთა, ვინაჲდგან შეურაცხ ჰყვნა ამან სარწმუნოება ივერიელთა და კერპნი მათნი მოიძულა და იქმნა ცეცხლის-მსახურთა სარწმუნოებასა ზედა სპარსთასა. ჰყვეს ნაცვლად ამისსა არშაკ პირველი მეფედ, რომლისა მეფობისა მეათესა წელსა მოუხდა ამას ფარნაჯამ და მოიკლა ძლეული არშაკისგან ადგილსა მას რომელსა ეწოდების ტაშირი. |
9 |
5373 |
149 |
135 |
Ⴄ. დასჯდა დის ქმარი ფარნაჯამ მეფისა არშაკ პირველი, ძეჲ დიდისა მის სპარსთა მეფისა არშაკისა, განაგებდა ფრიად სიმშვიდით და კეთილ-წესიერად ყოველსა ივერიასა, ესე იწოდებოდა გუარეულებითა არშაკუნიანად. |
12 |
5385 |
161 |
123 |
Ⴅ. შემდგომად ამისსა იქმნა მეფედ ყოვლისა ივერიისა არტაგ პირველი ძე არშაკ პირველისა არშაკუნიანი და განვლო მშვიდობასა შინა ყოველნი წელნი მეფობისა თჳსისანი. |
16 |
5401 |
177 |
107 |
Ⴆ. იქმნა მეფედ ყოვლისა ივერიისა ბარტომ პირველი ძეჲ არტაგ პირველისა, ამას არა ესვა ძეჲ და ესვა ასული, რომელიცა მისცა ქუჯის ძისწულის შვილსა სახელით ქართამს და ესე ქართამ იყო შთამომავალი საურმაგ მეფისა ასულის წულისაგან; მაგრამ მირვან მეორე ძეჲ ფარნაჯამ მეფისა, რომელიცა აღიზარდა სპარსეთს შეიკრიბა მან სპარსთა და ასურთა და მიდთაგან შემწედ მისსა მხედრობანი, მოვიდა და დასდგა ხუნანს და ბრძოლა უყო ბარტომს და მოკლა ბარტომ მეფე და თჳთ-იქმნა მეფედ ყოვლისა ივერიისა; ხოლო სიძეჲ მისი ქართამ ასულითა მის ბარტომ მეფისათა ცოლითა თჳსითა, რომელიცა მუცელ-ქმნილ იყო, ივლტოდეს სომხითად და მუნ განერნეს და იქმნა მეფე მირვან მეორე მეფედ ყოვლისა ივერიისა. |
33 |
5434 |
210 |
74 |
Ⴡ. იქმნა მეფედ ყოვლისა ივერიისა მირვან მეორე, გამოიყვანა სამშვილდით ცოლი ბარტომ მეფისა და შეირთო თჳთ ცოლად. ამისსა მეფობასა შინა იყო მიტრიდატ ევპატორი მეფე პონტოისა. მირვან იყო ფრიად კეთილი და მოწყალე და კეთილად განმგებელი სამეფოსა და უყვარდათ იგი ივერიელთა; არამედ მეფობასა ამისსა შინა ეპყრა ქვემო ივერია მიტრიდატს, ესე იწოდებოდა გვარეულობითავე მამისა თჳსისათა. |
16 |
5450 |
226 |
58 |
Ⴇ. იქმნა მეფედ ყოვლისა ივერიისა არშაკ მეორე ძეჲ მეფისა მირვან მეორისა. ჟამსა ამას წარმოგზავნეს რომაელთა მხედართ-მძღვანი თჳსი პომპეი აზიად, რომელსაცა თანა აქვნდა არშაკს მშვიდობა ოდესმე და ოდესმე ბრძოლა, იმეფა ამას ყოველსა ივერიასა ზედა, თუმცაღა ბრძოლის შემთხვეულება მრავალი აქვნდა; მაგრამ ეგრეთცა განაგებდა სამეფოსა თჳსსა სიბრძნითა და გონიერებითა კეთილად. |
25 |
5475 |
251 |
33 |
Ⴈ. იქმნა მეფედ ყოვლისა ივერიისა არშაკ მესამე ძეჲ არშაკ მეორისა, რომლისა ჟამსაცა ანტონი მარკ მოვიდა აზიად რომაელთა მხედრობითა და მრავლისა ძლიერებითა აქვნდა ანტონინს ბრძოლა არშაკის თანა და მხედართ მძღვანი მისი კანდიდოს იძლია არშაკისაგან; ხოლო უკანასკნელსა შინა მეფობისა მისისა წელსა 33-სა მოიკლა ესე ადერკის მიერ. შვილის-შვილისა ქართამ სიძისა ასულის ქმრისა ბარტომ 1. ივერიის მეფისა, რომელსაცა ჰყვა შემწედ პართნი, სომეხნი და რომაელთაცა მხედრობა და იქნა ადერკი მეფედ ყოვლისა ივერიისა. |
32 |
5508 |
284 |
ქრისტესთ შობით 1 |
ႨႠ. იქმნა მეფე ადერკი პირველ ყოველსა ზედა ივერიასა პირველსა წელსა, ოდეს იგი იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამას აქვნდა მშვიდობა იმპერატორთა თანა რომისათა, რომელნიცა იყვნეს ჟამსა ამისა და ფრიად კეთილად განაგებდა ყოველსა ივერიასა, იყო მხნე, ახოვანი, ბრძენი და გონიერი, მშვიდი და მოწყალე. ამმისსავე მეფობას აშინა ჯვარს ეცვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, დაეფლა და აღდგა და შემდგომად ექვსისა წლისა ქრისტეს ამაღლებისა მოვიდეს წმიდანი მოციქულნი ქადაგებად ქვემოსა შინა ივერიასა ანდრია და სიმონ კანანელი და ჰქადაგეს და მოაქცივნეს აფხათა და კოლხთა ერთაგანნი მრავალნი; ხოლო ანდრია პირველ-წოდებულმან მოვლნო რაოდენთამე ადგილთა შინა კავკასიისა და ზემოსა ივერიისათა და რომელთამე ადგილთა ზედა აღმართნა ჯვარნი. ადერკი განვლნა ჟამნი მეფობისა თჳსისა უშფოთველად და მანვე დაადგინნა ორნი ძენი თჳსნი ქართამ 1 და ბარტომ 2, რათა იქმნენ იგინი ორნივ ზოგად მეფენი ყოველსა ივერიასა ზედა, ოდეს ერთი უძღოდეს მხედრობათა, მეორე განაგებდეს შინაგანთა საქმეთა, ესრეთ სჯულ-უდვა მათ და ვინაჲდგან იყო დედისა, შთამომავლობისაგან არშაკუნიანი, ამისთვის გვარეულობაცა მისა იწოდა არშაკუნიანად. |
43 |
5551 |
327 |
44 |
ႨႡ და ႨႢ. იქმნა წელთა ამათ შინა ზოგადი მეფობა ყოველსა ივერიისა სამპყრობელოსა ზედა, რამეთუ ერთსა მას სამპყრობელოსა ჰყვათ ორი მეფე და ერთი იყო განმგებლობაჲ მათი, და იქმნესს ძენი ადერკისანი ქართამ პირველი და ბარტომ მეორე მეფედ. ქართამ პირველი შემდგომად ერთისა წლისა გარდაიცვალა და იქმნა ადგილსა მისსა ძეჲ მისი ფარსმან პირველი თანა-ზიარ მეფობისა ბარტომ მეორისა. ამათ აქვნდათ ბრძოლანი სხვასა და სხვასა ჟამსა მრავალნი. ვითარცა მოიხსენების ზემორე წიგნსა ამას შინა მოთხრობასა შინა ამათისა მეფობისასა და იყვნეს ესენი ურთიერთისა მიმართ ფრიადისა სიყვარულითა და ძლიერნი ძალით, ამათსა მეფობასა შინა ყოვლითურთ განდიდებულ და განძლიერებულ ივერია. და გარდაიცვალა ბარტომ მეორეცა ოცდა მერვესა შინა წელსა მეფობისა მისისასა და იქმნა მისწილ მეფედ ძე მისი კაოს პირველი თანა-ზიარ მეფისა ფარსმანისა. ხოლო მიტრიდატ ივერი იყო ძმაჲ ამა ფარსმან პირველისა, რომელიცა ჰფლობდა შეწევნითა რომაელთათა და ძმისა თჳსისა ფარსმანისათა დიდსა სომხითსა. შემდგომად კაოს პირველისა გამეფებისა კვალად იმეფა ფარსმანმან და კაოსმან ერთად ათხუთმეტი წელი; ხოლო ფარსმანმან იმეფა წელნი 43. |
ქართამმან იმეფა 1½
ბარტომმან იმეფა 28
კაოსმან 14
ზოგადად 44 |
5595 |
371 |
87 |
ႨႣ. გამეფდეს ორნი ზოგად მეფენი აზორკ პირველი ძეჲ ფარსმან პირველისა და არმაზელ პირველი ძეჲ კაოს პირველისა; ამათ აქვნდათ განგრძობით ბრძოლა სომეხთა მიმართ. ამათ შეიპყრეს უკანასკნელთა შინა ბრძოლასა ძეჲ სომეხთა მეფისა ზარხე (ესე იგი ზარდე), პყრობილ-ჰყვეს ციხესა შინა დარიელისასა. მაშინ ძენი სომეხთა მეფისა არტასისანი: არტავაზდ, ტიგრან და სუმბატ მხედრობითა დიდითა მოვიდეს თრიალეთსა კერძოთა, აქედგან მეფენი აზორკ და არმაზელ მიეგებნეს დიდისა ძლიერებითა წინა-აღმდეგად მათდა. იქმნა მათ შორის მოციქულობა და არღარა იქმნა ბრძოლა, ვინაჲდგან სომეხთა ითხოვეს მშვიდობა და ძეჲ სომეხთა მეფისა ძმაჲ მათი ითხოვეს, ხოლო მეფემან აზორკ და არმაზელ სთხოვეს ციხენი სამზვრისა თჳსისანი, რომელიცა ზაკვით მიეღოთ სომეხთა, მოსცეს სომეხთა სრულიად ციხენი იგი სამზღვართანი, ქალაქი და ციხეჲ წუნდისა, დემოთისა და არტაანისა, და ამისთვის განათავისუფლეს ძე სომეხთა მეფისა ზარხე და მოიწვიეს მეფეთა აზორკმან და არმაზელმან სომეხთა მეფის ძენი, ისტუმრნეს, განუსვენეს და დაასაჩუქრეს იგინიცა და ყოველნივე მათნი მხლებნი და ესრეთ ჰყვეს მშვიდობა და წარვიდეს თჳს თჳსად. მიერიდგან ვერღარა იკადრეს სომეხთა წინა-აღმდეგი რაჲმე ივერიისა მეფეთა მიმართ და აქვნდათ მშვიდობა ურთიერთისა მიმართ. |
32 |
5627 |
403 |
119 |
ႨႤ. გამეფდეს ორნი ზოგად მეფენი: აზორკ პირველის ძეჲ დეროკ პირველი და არმაზელ პირველის ძეჲ ამზასპ პირველი, ესენი იყვნეს სიყვარულითა ერთმანერთისათა და განაგებდეს ყოველსა ივერიასა ფრიად კეთილად წარმატებასა შინა და მშვიდობასა. |
8 |
5636 |
412 |
128 |
ႨႥ. იქმნა ერთბაშად ორნი ესე მეფენი ყოვლისა ივერიასა ზედა ძეჲ დეროკისა ფარსმან მეორე ქველად ზედ-სახელდებული და ძეჲ ამზასპისა მირდატ პირველი; ხოლო იყო ჶარსმან ქველი ყოვლითა სიკეთითა აღსავსე, მხნე, ახოვანი, ბრძენი, გონიერი, მოწყალე, და კაცთმოყვარე, მიმტევებელი და მოსამართლე. ჰაეროვანი, შვენიერი და ესრეთი გმირი, რომელ წინა-პართა მისთა ყოველთავე მეფეთა უმჯობეს იყო; ხოლო მირდატ იყო კაცი ბოროტი, მემშურნე, მესისხლე და ანგაარი; ამისთვის მოიძულეს იგი ყოველთა ივერიელთა და შეიყვარეს ფარსმან ფრიად; ხოლო განიზრახა ესე მირდატმან, რათა მოკლას ღალატითა მეფე ფარსმან და იგრძნა ესე ფარსმან და იცევდა თავსა თჳსსა ბოროტ-შემთხვევისაგან მირდატისა; ამისთვის უმეტეს მოიძულეს იგი ივერიელთა და შეკრბეს დიდებულნი ივერიისანი და მრავლისა ბოროტისა მისისათვის განსდევნეს მირდატ ტახტით თჳსით თანა-ზიარებითისაგან მეფობისა და ივლტოდა მირდატ სპარსეთად. და იქმნა კვალად ერთმეფობაჲ სრულიად ივერიასა ზედა. მეორესა წელსა მეფობისა მისისასა იქმნა ესე და განიდევნა იგი. |
|
5639 |
415 |
131 |
კვალად ერთ-მეფობაჲ და არღარა ზოგადი და მიღება სრულიად ივერიისა თჳთ-მპყრობელობისა ფარსმან მეორისაგან; ხოლო იყო ზოგადი მეფობაჲ მხოლოდ ოთხმეოცდა შჳდსა წელსა და იწყო ქრისტეს აქეთ 44-სა წელსა და კვალად ერთ-მეფობა იქმნა ქრისტესით 131-სა; ხოლო წარვიდა რა მლტოლვარე მირდატ სპარსეთად, ვინაჲდგან ცოლი ესვა მას სპარსი, შეიკრიბა სპარსეთით და მიდიით მხედრობანი და ორგზის მოუხდა ფარსმანს, ორგზისვე სძლივა ფარსმანმან და მოკლა ხელით თჳსითა ფარსმანმან ბუნბერაზი სპარსთა ჯოვანბარს, რომელიცა ესოდენ ძლიერ იყო, რომელ იტყოდენ მისთვის, ჴელთა შეიპყრობსო ლომსა. შემდგომად მისსა აქვნდა ფარსმან ბრძოლა მრავალი სპარსთა მიმართ და მიდთა და შევიდა სამზღუართა მათთა და ქმნა მრავალნი სახელოვანნი საქმენი, შემდგომად შემოუყენეს მზარეული სპარსთა, რომელიცა მოვიდა, შეეწყნარა ფარსმანს და მოწამლა მზარეულმან და მოკვდა ფარსმან ქველი. |
16 |
5652 |
428 |
144 |
მაშინ მირდატ მოვიდა, დაიპყრა ზემოჲ ივერია; ხოლო ქვემო ივერიაჲ განამაგრა ფარნავაზ სპასპეტმან ფარსმან მეფისამან, ვინაჲდგან ცოლი ფარსმან-ქველისა და ძეჲ მისი ადამ წარიყვანა და განარინა მუნ და შეიკრიბნა მხედრობანი გარდმოუხდა მირდატ მეფესა. სძლო მას და მისთანა მყოფთა სპარსთა მოკლეს მირდატ მეფე მდინარესა ზედა ქსნისასა და შეიყვანა დიდისა დიდებითა ძე მეფისა ფარსმანისა ადამ დედისა მისის ღადან დედოფლითურთ მცხეთად და დაიპყრა ყოველი ივერია. |
2½ |
5655 |
431 |
147 |
ႨႦ. იქმნა ადამ პირველი მეფედ ყოვლისა ივერიისა, 16 წლისა იყო ოდეს იქმნა მეფედ ყოვლითურთ ემსგავსებოდა მამასა მისსა; მაგრამ არა სცა მას სვემან ჟამი და მეოთხესა წელსა მეფობისა მისისასა გარდაიცვალა იგი და დაშთა მას ძეჲ ერთისა წლისა ფარსმან სახელით. |
4 |
5659 |
435 |
151 |
ႨჁ. იქმნა მეფედ ყოვლისა ივერიასა ზედა დედოფალი ღადან, ვინაჲდგან შჳლის შვილი ჰყვა მცირე წლოვანი და სხვა არავინ ჰყვა. დედოფალი ღადან, ცოლი ფარსმან ქველისა და დედაჲ ადამისი ფრიად კეთილად და ბრძნულად განაგებდა სამეფოსა სრულიად ივერიისასა და ოდეს აღიზარდა შვილის-შვილი მისი დაადგა მას გვირგვინი თჳსითა ჴელითა და ჰყო იგი მეფედ. |
14 |
5673 |
449 |
165 |
ႨႧ. იქმნა მეფედ ყოვლისა ივერიისა ფარსმან მესამე შვილის-შვილი ფარსმან ქველისა. იყო ყოვლითა ზნეობითა და ყოვლითა სამამაცოთა საქმით სრული და მოწყალე, იმეფა მშვიდობით და ჰმატა მრავალი ქვეყანათა თჳსთა, აღაშენნა და განავრცო ციხენი და ქალაქნი. |
26 |
5699 |
475 |
191 |
Ⴉ. იქმნა მეფედ ძეჲ ფარსმან მესამისა ამზასპ მეორე სრულიად ივერიასა ზედა. ესე იყო ესრეთი გულოვანი, ვითარცა პაპის მამაჲ მისი ფარსმან ქველი. ამის ჟამსა შინა გარდამოვიდეს კავკასიის გზით, დვალეთსა ზედა გარდმოვლეს დიდისა და მრავალ-რიცხვედითა ლაშქრითა ალანნი, ღუნნი და ოვსნი, პირ-იქითელნი კავკასიისა, მოუხდეს მცხეთას ამზასპს; არამედ სძლივნა მათ ამზასპი მეფემან, აოტნა და მოსწყვიტნა. ხოლო მეორესა წელსა მრავლისა მხედრობითა და დიდისა ძლიერებითა განვლო კარი დარიელასი, მდინარე ლომეკისა, მდინარე ვარდანისა და ყუბანისა, შევიდა ალანთა შორის და ყოველთა მის კერძოთა ერთა ყოველთავე სძლო და დაიმორჩილნა ყოველნი კავკასიასა გადაღმართნი ერნი, აღიხვნა მძევალნი მათნი და მოხარკე ჰყვნა იგინი და მოიქცა მუნით დიდისა ძლევა-შემოსილებითა მცხეთად. მაგრამ შემდგომად ამისსა, ვინაჲდგან შინაგანთა საქმეთა თჳს არღარა აქვნდა ყურად-ღება, განლაღნა და აღზვავნა ძლევა-შემოსილებათა ძლით მისთა და რომელთამე ერისთავთა და წარჩინებულთა ექმნა ძვირის მყოფელ და მდაბიონიცა ერნი ვერა მიიღებდეს სამართალსა და კეთილად-წარმართებასა ცხოვრებისა თჳსისასა. ამისთვის მოიძულა იგი ყოველმან ერმან, განუდგეს ივერიელნი. მხოლოდ იგი დაშთა მცხეთად და კახეთისა კერძოთაგან ერნი მცირედნიღა დაშთეს მას, მოიმიზდნა სპარსთა მოლაშქრეთაგანნი ცხენოსანნი, შეითქვნეს მთავარნი და ერისთავნი ივერიელთანი, მოუხდეს დიდისა ძლიერებითა, მიეგება ესეცა გუთისხევს, მრავალ-დღე იბრძოლეს უკანასკნელ, მოწყლეს ისრითა ამზასპ მეფე და მიახლოვა რა სიკუდილსა ევედრა მოციქულითა განდგომილთა მათ მთავართა და მოიზიდნა იგინი კვალად მშვიდობის-ყოფად, შემორიგდეს ყოველნივე იხილეს რა უკანასჯნელისა მიმართ აღსასრულისა მიახლება მეფისა თჳსისა, მწუხარებდეს, ვინაჲდგან არავინ ესვა ამას მემკვიდრედ სამეფოსა ივერიისა. ამისთვის უკანასკნელითა ლმობიერითა სიტყვითა ეზრახა ყოველთა მთავართა და წარჩინებულთა ივერიისათა, რათა შემდგომად მისსა ჰყონ მეფედ დისწული მისი ძეჲ სომეხთა მეფისა ტიგრანისა რევი. აღესრულა თჳთ ამზასპი მეფე; ხოლო ანდერძისა მისისამებრ ჰყვეს ივერიელთა თჳს ზედა მეფედ სომეხთა იგი მეფის ძეჲ რევი ძეჲ ტიგრან მეხუთის. |
9 |
5708 |
484 |
200 |
ႩႠ. იქმნა მეფედ რევ, ძეჲ სომეხთა მეფისა ტიგრან 5-სა და იყო იგი ყოვლითა სიკეთითა აღსავსე, მოწყალე, მართალ-მშვიდ და მიმტევებელ, უწოდეს ამას რევი მართალი. ამან მოიყვანნა ცოლად ასული ლოღეთელისა საბერძნეთით სახელით სეჶჶორრა, რომელმანცა აღმართა კერპი ავფროდიტისა თანა მოიხვა საბერძნეთით, ვინაჲდგან მშვენიერ იყო დედოფალი ესე ფრიად, რევმან განაწესა, რათა კერპთა უზორვიდნენ ზროხათაცა და ცხოვართა. იტყვიან ამისთვის, „სმენადაო ამას სახარება უფლის ჩვენისა იესო ქრისტესი და წარეკითხაო იგი და ამისთვის იყო უფროს სახიერ, მშვიდ, და მოწყალე.“ ამან ყოველნი ჟამნი მეფობისა თჳსისანი განვლნა მშვიდობით და ჰმატა მრავალთა შენებულებათა და წარმატებათა ერისა თჳსისათა, რომლისაცა ფრიად კმაყოფილ იყვნეს ივერიელნი. ესე მეფენი არშაკუნიანნი იყვნეს. |
18 |
5727 |
503 |
219 |
ႩႡ. მიიღო მეფობა სრულად ყოვლისა ივერიისა ვაჩე პირველმან ძემან რევ-მართლისამან. ამისსა მეფობასა შინა იქმნა სპარსეთსა შინა დიდი ცვლილება, რამეთუ არტაბან არშაკუნიანი მეფე სპარსთა მოიკლა ხოსრო არტაშირის მიერ სასანიანისა (რომელიცა იყო ძე მდაბიოსა კაცისა მემაშიის, ესე იგი ქოშის-მკერვალისა). მოსწყვიდნა მან სრულიად გვარეულებაჲ აშკანიანთა (ესე იგი არშაკუნიანთა) და იქმნა თჳთ-მპყრობელი და ძლიერი ჴელმწიფე სპარსეთისა. ამან სძლო ალექსანდრე სევერს რომის კეისარსა); ხოლო იმეფა ვაჩე კეთილ წარმართებითა სამეფოჲსა თჳსისათა ყოველნი დღენი მეფობისა თჳსისანი მშვიდობასა შინა. |
14 |
5741 |
517 |
233 |
ႩႢ. მეფე იქმნა ბაკურ პირველი ძე მეფისა ვაჩესი, იპყრობდა ყოველსა ივერიასა ბედნიერებასა და დიდსა წარმატებასა შინა. ამან აღაშენა ქალაქი ბაკურ-ციხე მახლობელ ჴიზიკისა კახეთსა შინა. იყო ესე სწავლულ მეცნიერებითა და მშვიდ და კაცთ-მოყვარე და მოწყალე და განატარა მეფობა თვისი წარმატებასა შინა თვისსა და სრულიად მშვიდობასა და წარმატებასა შინა სამპყრობელოსა თჳსისასა. |
12 |
5753 |
529 |
245 |
ႩႣ. იქმნა მეფედ მირდატ მეორე ძეჲ მეფისა ბაკურისა. იყო კოსაროს სომეხთა მეფეჲ სიმამრი ამისი, შეიკრიბნეს მირდატ მეფემან და კოსაროს მეფემან მხედრობანი თჳსნი და გამოიყვანნა მირდატმან კავკასიითცა მრავალნი მხედრობანი, მეწინავედ ჰყვეს ძე მეფისა მირდატისა ასფაგურ, ბრძოლა უყვეს სპარსთა მეფესა არტაშირს, სძლიეს და შეუხდეს სპარსეთსა და მრავალი ავნეს ამათ სპარსთა, ვინაჲდგან მირდატ იყო ფრიად მხნე და ბრძოლასა შინა წარჩინებული გმირი. ხოლო იხილა რა სპარსთა მეფემან არტაშირ ძლეულებაჲ თჳსი განიზრახა მთავართა თჳსთა თანა, „თუ რაჲ ჰყოს.“ ხოლო იყო მათ შორის მთავარი ვინმე სომეხთა გვარეულობითა ბალღავიანთაგან, მონათესავე არშაკუნიანთა სახელით ანაკ, ამან იდუმალ აღუთქვა მეფესა არტაშირს მოკვლა სომეხთა მეფისა კოსარისა და რეცა მლტოლვარე სპარსეთით დედა-წულითურთ თჳსით და ერით თჳსით მოვიდა სომეხთა მეფისა მიმართ და სცდა კოსარ მეფე, ეგონა სიმართლე და ერთგულება ანაკისა და შეიწყნარა იგი ფრიად მაღლისა ხარისხითა და მისცნა მას ადგილნი და განმგებლობა და მრავალნი წყალობანი ანიჭნა. ამას შინა გარდიცვალა მეფეჲ ივერთა მირდატ და იქმნა მის წილ ძეჲ მისი ასფაგურ. |
14 |
5767 |
მეათორმეტე მოქცევი 11 |
259 |
ႩႤ. იქმნა მეფედ ყოვლისა ივერიისა ასჶაგურ პირველი ძეჲ მეფისა მირდატ მეორისა, რომლისაცა მეფობასა შინა მოიკლა მეფე დიდისა სომხითისა კოსაროს ღალატითა ანაკის მიერ ნადირობასა შინა; ხოლო მოკვდა სპარსთაცა მეფე არტაშირ ხოსროვ, მაგრამ არტაშირმან შემდგომად სიკვდილისა კოსარ სომეხთა მეფისა დაიპყრა სრულიად სომხითი სიცოცხლისავე შინა თჳსსა, არამედ ივერია კვალად დაშთა მშვიდობასა შინა, და მოკვდა რა არტაშირ სპარსთა მეფე იქმნა მპყრობელ სპარსეთისა ძეჲ მისი ხოსროჲ შაჶურ (რომელსა ქართველნი უწოდებენ საბურს; ხოლო ევროპიელნი საპორს). ამან განიზრახა დაპყრობაცა საქართველოჲსა, ესე იგი სრულიად ივერიისა, განემზადა ასფაგურ მეფეცა ბრძოლად მისსა; არამედ ვინაჲდგან სწადდა მას შესლვადცა სპარსეთისა მამულსა შინა მხედრობითა თჳსითა; ამისთვის წარვიდა ხაზართა მიმართ და ალანთა, რათა ურჩეულესნი მხედრობანი მათნი მოიყვანნეს მწედ თჳსად. ეწია ამას უეცარი სიკვდილი მუნ, მოკვდა და არა დაშთა მას ძეჲ, არცა ძმაჲ, არცა სხვაჲ ნათესავი; არამედ ერთი მხოლო ასული სახელით აბეშურა, რომელიცა შერთეს მირიან პირველსა ხოსროიანსა ცოლად და იგიცა მოკვდა უძეოდ და ესრეთ დაესრულა მეფობაჲ ქართლოსიან-ფარნაოზიან-ნებროთიან-არშაკუნიანთა; ხოლო ფარნაოზიდგან ასჶაგურის სიკვდილადმდე გარდახდეს წელნი 568 და არშაკ პირველიდგან ასფაგურის სიკვდილადმდე 401. |
7 |
|
ივერიის მეფეები თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით. [3]
მეფე |
მეფობდა/ თუ რომელმან მეფემან რაოდენი წელი იმეფა |
დინასტია |
Ⴀ.ფარნავაზ I |
302 – 237 ქრისტესს უწინ შობადმდე. |
65 |
ქართლოსიანი |
Ⴁ.საურმაგ I |
237 – 162 ქრისტესს უწინ შობადმდე. |
75 |
ქართლოსიან-ფარნაოზიანი |
Ⴂ.მირვან I |
162 – 144 ქრისტესს უწინ შობადმდე. |
18 |
ქართლოსიან-ფარნაოზიან-ნებროთიანი |
Ⴃ.ფარნაჯამ I |
144 – 135 ქრისტესს უწინ შობადმდე. |
9 |
ქართლოსიან-ფარნაოზიან-ნებროთიანი |
Ⴄ.არშაკ I |
135 – 123 ქრისტესს უწინ შობადმდე. |
12 |
არშაკუნიანი |
Ⴅ.არტაგ I |
123 – 107 ქრისტესს უწინ შობადმდე. |
16 |
არშაკუნიანი |
Ⴆ.ბარტომ I |
107 – 74 ქრისტესს უწინ შობადმდე. |
33 |
არშაკუნიანი |
Ⴡ.მირვან II |
74 – 58 ქრისტესს უწინ შობადმდე. |
16 |
ქართლოსიან-ფარნაოზიან-ნებროთიანი |
Ⴇ.არშაკ II |
58 – 33 ქრისტესს უწინ შობადმდე. |
25 |
ქართლოსიან-ფარნაოზიან-ნებროთიანი |
Ⴈ.არშაკ III |
33 ქრისტესს უწინ შობადმდე. – 1 ქრისტესთ შობით |
32 |
ქართლოსიან-ფარნაოზიან-ნებროთიანი |
ზოგადი მეფობა
- ႨႠ.ადერკი I (არშაკუნიანი), 1 ქრისტესთ შობით – 44 (43)
-
- ႨႡ.ქართამ I, 44 – 45 (1½)
- ႨႢ.ფარსმან I, 45 – 87 (43)
- ႨႣ.აზორკ I, 87 – 119 (32)
- ႨႤ.დეროკ I, 119 – 128 (8)
- ႨႥ.ფარსმან II ქველი, 128 – 131, 131 – 144 (16)
-
- ႨႡ.ბარტომ II, 44 – 72 (28)
- ႨႢ.კაოს I, 72 – 87 (14)
- ႨႣ.არმაზელ I, 87 – 119 (32)
- ႨႤ.ამზასპ I, 119 – 128 (8)
- ႨႥ.მირდატ I, 128 – 131 (3), 144 – 147 (2½)
|
ႨႦ.ადამ I |
147 – 151 |
4 |
არშაკუნიანი |
ႨჁ.დედოფალი ღადან |
151 – 165 |
14 |
|
ႨႧ.ფარსმან III |
165 – 191 |
26 |
არშაკუნიანი |
Ⴉ.ამზასპ II |
191 – 200 |
9 |
არშაკუნიანი |
ႩႠ.რევ |
200 – 219 |
18 |
არშაკუნიანი |
ႩႡ.ვაჩე |
219 – 233 |
14 |
არშაკუნიანი |
ႩႢ.ბაკურ I |
233 – 245 |
12 |
არშაკუნიანი |
ႩႣ.მირდატ II |
245 – 259 |
14 |
არშაკუნიანი |
ႩႤ.ასფაგურ I |
259 – 266 |
7 |
არშაკუნიანი |
|