From Wikipedia, the free encyclopedia
ისლანდიის მყინვარები მოიცავენ დაახლოებით 11 400 კმ²-ს (ქვეყნის საერთო ფართობის 11,1 %) და არსებით გავლენას ახდენენ კუნძულის ლანდშაფტურ მდგომარეობაზე.
ისლანდიაში მყინვარებს ეწოდებათ „იეკუდლი“ (ისლ. jökull).
მრავალი მყინვარი ვულკანზეა განლაგებული. ასე, ვულკანები გრიმსვეტნი და ბარდარბუნგა ვრცელდებიან დიდი მყინვარის — ვატნაიეკუდლის ქვეშ. გრიმსვეტნის კალდერის ფართობია 100 კმ², ხოლო ბარდარბუნგისა — 60 კმ².
გეოთერმული აქტივობის გამო მყინვარების ქვეშ მდნარი წყლები გროვდება, რომლებიც მყინვარული ტბების უეცარ წყალმოვარდნას იწვევს, რომლებსაც იეკულჰლეიპი (ისლ. jökullhlaup) ეწოდებათ.
იეკულჰლეიპების ალბათობა არსებითად იზრდება, როდესაც იწყება ვულკანური აქტივობა მყინვარის ქვეშ. ყინულქვეშა წყლების აფეთქებამ (სწრაფი ორთქლწარმოქმნა), თავის მხრივ, შეიძლება უბიძგოს ხელი ვულკანურ აქტივობას.
ისლანდიის 13 უმსხვილესი მყინვარის ადგილმდებარეობა | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.