From Wikipedia, the free encyclopedia
იოსებ (სოსო) ილიას ძე გაბაშვილი (დ. 15 თებერვალი, 1908, ვლადიკავკაზი — გ. 20 იანვარი, 1973, თბილისი) — ქართველი გრაფიკოსი, ფერმწერი, თეატრის მხატვარი, საქართველოს სახალხო მხატვარი (1970), პროფესორი.
სწავლობდა თბილისის სატავადაზნაური გიმნაზიაში, სადაც იაკობ ნიკოლაძის ხელმძღვანელობით ეუფლებოდა ხატვის ხელოვნებას. 1930 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. აქ მისი პედაგოგები იყვნენ გიგო გაბაშვილი, ევგენი ლანსერე და იოსებ შარლემანი.
თავისი ძირითადი სპეციალობის, ფერწერისა და გრაფიკის გარდა, წარმატებით მუშაობდა სცენოგრაფიაში, პლაკატისა და ილუსტრაციის ჟანრში. განსაკუთრებუთ დიდი წვლილი შეიტანა საბავშვო წიგნის გრაფიკაში. სისტემატურად მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენებზე. იოსებ გაბაშვილი წლების მანძილზე იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ხატვისა და ფერწერის კათედრის პროფესორი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.