From Wikipedia, the free encyclopedia
იოანე ფლორენციელი (გ. 1348) — დომინიკელი ბერი, თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსოს პირველი ეპისკოპოსი (1329 წ.). შედიოდა იმ კათოლიკე მისიონერთა სიაში, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობდნენ. იოანე ფლორენციელი საქართველოში თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსოს დაარსებამდე, დაახლ. 1318 წელს ჩამოვიდა. ცნობები მისი პიროვნების შესახებ ძალზე მწირია. რომის პაპის, იოანე XXII-ის წერილიდან ვიგებთ, რომ იგი დიდად განათლებული, მოკრძალებული და სათნოებით გამორჩეული პიროვნება ყოფილა. იოანე ფლორენციელს საფუძვლიანად ჰქონდა შესწავლილი საღვთო საგნები, კარგად იცოდა ქართული ენა და ქართული ადათ-წესები; იგი ავტორიტეტით სარგებლობდა როგორც ქართველებში, ასევე საქართველოში მცხოვრებ არაქრისტიანებს შორისაც. მის სახელს უკავშირდება არაერთი წიგნის ქართულ ენაზე თარგმნა, თუმცა არც ერთ მათგანს ჩვენამდე არ მოუღწევია. იოანე ფლორენციელს კათოლიკე ეკლესია დიდ მოღვაწედ და „მოციქულად“ ასახელებს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.