From Wikipedia, the free encyclopedia
იოანე სკილიცე (ბერძ. Ἰωάννης Σκυλίτζης, ასევე Σκυλλίτζης/Σκυλίτσης; დ. დაახლ. 1040 — გ. 1101 წლის შემდეგ[2]) — XI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი, ალექსი კომნენოსის წარჩინებული მოხელე. მისი მთავარი ნაშრომია „ისტორიის მიმოხილვა“ (ბერძ. Σύνοψις Ἱστοριῶν), რომელიც მოიცავს პერიოდს ნიკიფორე I-ის გარდაცვალებიდან (811) მიხეილ VI-ის დამხობამდე (1057). ეს ნაშრომი წარმოადგენს თეოფანე აღმსარებლის მატიანეს გაგრძელებას. არსებობს „ისტორიის მიმოხილვის“ გაგრძელებაც, მიყვანილი 1079 წლამდე, რომელიც ხშირად იოანე სკილიცეს მიეწერება.[3]
იოანე სკილიცე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1040[1] |
გარდაცვალების თარიღი | არაუადრეს 1101 |
საქმიანობა | ისტორიკოსი და მწერალი |
ენა | საშუალი ბერძნული ენა |
მოქალაქეობა | ბიზანტიის იმპერია |
იოანე სკილიცეს ნამუშევარი გამოიყენა გიორგი კედრენემ.
იოანეს მთავარი ნაწარმოებია ე. წ. „მადრიდის სკილიცე“, რომელიც XVIII საუკუნეში აღმოაჩინეს ესპანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სათაურით „ბიზანტიის იმპერატორების ისტორია კონსტანტინოპოლში 811-დან 1057 წლამდე, დაწერილი კურაპალატ იოანე სკილიცეს მიერ“. მისი დათარიღება დავის საგანია პალეოგრაფ-ბიზანტიოლოგებს შორის. ერთი ვერსიით იგი დაწერილია XIII საუკუნის შუა ხანებში ან მეორე ნახევარში, მეორეთი — XII–XIII საუკუნეების მიჯნაზე. 1970-იანი წლების ბოლოს, ნ. უილსონმა ხელწერის იდენტიფიკაციის საფუძველზე ხელნაწერი დაათარიღა XII საუკუნის შუა ხანებით და დაამტკიცა მისი სამხრეთიტალიური წარმოშობა. შესაძლოა იგი შედგენილია პალერმოს სასახლეში, იმპერატორისადმი ნაბოძები თვით სკილიცეს ორიგინალის ასლზე დაყრდნობით, რომელიც შეიქმნა 1158 წელს ჰენრიკუს არისტიპუსისათვის — სიცილიის სამეფოს ელჩისა და პალერმოს ცნობილი ინტელექტუალისათვის.
ხელნაწერში გამოსახულია 574 მინიატიურა, 100-მდე მათგანი კი დაკარგულია. „მადრიდის სკილიცე“ ბიზანტიური ისტორიული მინიატიურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლად ითვლება და წარმოადგენს ბიზანტიის ვიზუალიზაციის ფასდაუდებელ ძირითად წყაროს.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.