ღირსი იოანე რილელი (დ. 876, სკრინო, ბულგარეთი — გ. 18 აგვისტო, 946, რილის მონასტერი) — ბულგარელი წმინდანი. ბულგარელების მფარველი წმინდანი. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თანამედროვე ბულგარეთისა და მაკედონიის ტერიტორიაზე რილის მთების გამოქვაბულებში.
იოანე რილელი IѠАNNЪ РЫЛСКІЙ | |
---|---|
დაიბადა |
876 სკრინო |
გარდაიცვალა |
18 აგვისტო, 946[1] რილის მონასტერი |
დასაფლავებულია | რილის მონასტერი |
ხსენების დღე | 18 აგვისტო და 19 ოქტომბერი |
მოღვაწეობა | ბერი, განდეგილი[2] და Eastern Orthodox monk[2] |
ენა | Church Slavonic[3] |
ბიოგრაფია
დაიბადა 876 წელს ბულგარეთის სოფელ სკრინოში. ადრეულ ასაკში დატოვა სოფელი და თავდაპირველად იგი მაღალ, შიშველ მთაზე მოსაგრეობდა და ველური მცენარეებით იკვებებოდა. მისი ქოხი ფიჩხისგან იყო აგებული. ერთხელ იოანე რილელს ავაზაკები დაესხნენ თავს და გააძევეს. ამის შემდეგ იოანემ ერთ ღრმა გამოქვაბულს შეაფარა თავი. თორმეტი წელი გაატარა წმიდანმა მღვიმეში, შემდეგ კი რილის უდაბნოში გადაინაცვლა და ხის ფუღუროში დამკვიდრდა.
გარდაიცვალა 946 წელს. ხუთი წლით ადრე მან საკუთარი ხელით დაწერა „ანდერძი მოწაფეთა მიმართ“ - ძველი ბულგარული მწერლობის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლი. მისი უხრწნელი ნაწილები ქალაქ სრედეციდან (სოფია) ბულგარეთის მაშინდელ დედაქალაქ ტირნოვოში 1238 წლის 19 ოქტომბერს გადაასვენეს.
ლიტერატურა
- წმიდანთა ცხოვრება, ტომი III, თბილისი, 2001
რესურსები ინტერნეტში
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.