ინფრასტრუქტურა
From Wikipedia, the free encyclopedia
Remove ads
ინფრასტრუქტურა (ლათ. infra — ქვედა, ქვე, და ლათ. structura — ნაგებობა, განლაგება) — ურთიერთდაკავშირებული მომსახურე სტრუქტურების კომპლექსი, რომლებიც გარკვეული ამოცანის (პრობლემის) გადაჭრას უზრუნველყოფს. ტერმინი ნასესხებია სამხედრო ლექსიკიდან, სადაც ის საომარი მოქმედებების, სწავლებისა და განშლისთვის დანიშნული სტაციონარული ობიექტების სისტემას ნიშნავს.
ტერმინი ტიპურად მიუთითებს ტექნიკურ სტრუქტურებზე, რომლებიც საზოგადოების ფუნქციონირებას უჭერს მხარს, მაგალითაც, გზებზე, წყალგაყვანილობაზე, კანალიზაციაზე, ელექტროგადამცემ ხაზებზე, სატელეკომუნიკაციო ქსელებზე და სხვა. ფუნქციური თვალსაზრისით, ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს საქონლისა და მომსახურების წარმოებას. მაგალითად, გზები ფაბრიკა-ქარხნებში მასალის ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა, ასევე იქიდან გასაღების ბაზრებზე მზა პროდუქციის გატანის. გარკვეულ კონტექსტში, ამ ტერმინმა შეიძლება მოიცვას ძირითად სოციალური სამსახურები, როგორიცაა სკოლები და საავადმყოფოები.
Remove ads
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.
Remove ads