From Wikipedia, the free encyclopedia
ინგრიდ ტულინი (შვედ. Ingrid Thulin; დ.27 იანვარი, 1926, სოლეფტეა — გ. 7 იანვარი, 2004, სტოკჰოლმი) — თეატრისა და კინოს შვედი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი.
დაიბადა მეთევზის ოჯახში, ქალაქ სოლეფტეაში. 1948 წელს დაამთავრა სტოკჰოლმის სამეფო დრამატული თეატრი.
50-იან წლებში თამაშობდა თეატრში, სადაც შეასრულა მრავალი განსხვავებული კლასიკური, თუ თანამედროვე რეპერტუარის როლი. აღსანიშნავია ტულინის როლი ინგმარ ბერგმანის მიერ სტოკჰოლმის „დრამატინში“ დადგმულ ჰენრიკ იბსენის „პერ გიუნტში“. ასევე, მათ ერთობლივ ნამუშევრებში ქალაქ მალმიოს თეატრში.
კინოში ტულინის დებიუტი შედგა 1948 წელს. ადრეული როლებიდან აღსანიშნავია ალფ სიობერგის ფილმში „მოსამართლე (ფილმი)“, რომელიც შვედურ კინოკლასიკას წარმოადგენს. 1950-1980 წლებში ინგრიდმა ითამაშა დაახლოებით 70-მდე სხვადასხვა ჟანრის ფილმში. 1958 წელს ფილმში „ცხოვრების ზღვარზე“ შესრულებული როლისთვის მიიღო კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო მსახიობი ქალისთვის ამავე ფილმის მონაწილე სხვა მსახიობ ქალებთან ერთად.
მუშაობდა რეჟისორებთან: ლუკინო ვისკონტი, ალფ სიობერგი, ჰანს აბრამსონი, ჯულიანო მონტალდო, ოკე ობერგემი, როლფომ ხასბერგომი, შელდონ რეინოლდსი, ინვე ჰამლინი, ტონი დე გრეგორიო, მაურო ბოლონინი, ალენ რენე, ვილგოტ შელმან, პიერ გრან-დეფერა, მარკო ფერარი, ფრანკო ჯერალდი, ნიკოლ ჰესრენომი.
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1948 | ფ | საით ქრის ქარი | Dit vindarna bär | გოგონა |
1949 | ფ | ზღვის შვილი | Havets son | გუდრუნი |
1950 | ფ | გულთამპყრობელნი | Hjärter knekt | გუნვორ რანტერუდი |
1952 | ფ | შეხვედრა ბედთან | Möte med livet | ვიოლა |
1957 | ფ | მარწყვის მდელო | Smultronstället | მარიან ბორგი |
1958 | ფ | ცხოვრების ზღვარზე | Nära livet | სესილია ელიუსი |
1958 | ფ | სახე | Ansiktet | მანდა ვოგლერი |
1960 | ფ | მოსამართლე | Domaren | ბრიტა რანდელი |
1962 | ფ | აპოკალიფსის ოთხი მხედარი | The Four Horsemen of the Apocalypse | მარგერიტი |
1962 | ფ | საიდუმლო | Nattvardsgästerna | მართა ლუნდბერგი |
1963 | ფ | დუმილი | Tystnaden | ესტერი |
1965 | ფ | ვედრება | Hängivelse | რეჟისორი |
1966 | ფ | ომი დასრულდა | La Guerre est finie | მარიანა |
1966 | ფ | ღამის თამაშები | Nattlek | ირენი |
1968 | ფ | მგლის ჟამი | Vimmenargt | ვერონიკა ვოგლერი |
1969 | ფ | რიტუალი | Riten | თეა |
1969 | ფ | ღმერთების დაღუპვა | La Caduta degli dei | სოფი ფონ ესენბეკი |
1971 | ფ | პატარა ღამე ფაიფურის თოჯინებისთვის | La Corta notte delle bambole di vetro | ჯესიკა |
1972 | ფ | ჩურჩული და კივილი | Viskningar och rop | კარინი |
1975 | ფ | გალია | La Cage | ელენე |
1976 | ფ | კიტის სალონი | Salon Kitty | კიტი კელერმანი |
1976 | ფ | კასანდრას გზაჯვარედინი | The Cassandra Crossing | ელენა სტრანდერი |
1976 | ფ | აგნესა მიდის სიკვდილზე | L' Agnese va a morire | აგნესა |
1978 | ფ | ერთი და ერთი | En och en | რეჟისორი |
1982 | ფ | გახლეჩილი ცა | Brusten himmel | რეჟისორი და სცენარისტი |
1984 | ფ | რეპეტიციის შემდგომ | Efter repetitionen | რაკელ ეგერმანი |
1985 | ფ | დღე ახლიდან | Il Giorno prima | მისის ჰავემაიერ კოპკაპი |
1987 | ფ | დედის გული | Il Cuore di mamma | ელოიზა ორნი |
1988 | ფ | ღიმილის სახლი | La Casa del sorriso | ადელინა |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.