From Wikipedia, the free encyclopedia
ინგრიდ ნარგანგი ( გერმ. Ingrid Nargang ; 17 აპრილი , 1929 — 10 მაისი, 2019 ) — ავსტრიელი იურისტი, მოსამართლე და თანამედროვე ისტორიის სპეციალისტი . 1964-დან 1993 წლამდე იკავებდა ენგელჰარცელის რაიონული სასამართლოს ხელმძღვანელის თანამდებობას. ის იყო პირველი ქალი, რომელიც ავსტრიის სასამართლო სისტემაში ხელმძღვანელობდა სოფლის რაიონულ სასამართლოს. [1]
ალისა ინგრიდ ანემარი ნარგანგი დაიბადა 1929 წლის 17 აპრილს ჩერნივცში, რუმინეთში. იგი ეკუთვნოდა ძველ ავსტრიელ სახელმწიფო მოხელეთა ოჯახს. დიდი ბაბუა, კლასიკური ფილოლოგიის სპეციალისტი სტეფან ვოლფი, საშუალო სკოლის დირექტორად მუშაობდა; ბაბუა ადვოკატი იყო. ოჯახი ცხოვრობდა ჩერნოვეცში ბუკოვინაში (ისტორიული ოლქი აღმოსავლეთ ევროპაში, ამჟ. უკრაინა), რომელიც პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე ავსტრიის მონარქიას ეკუთვნოდა,შემდეგ გადაეცა რუმინეთის სამეფოს. ამჟამად ნაწილობრივ უკრაინის ტერიტორიაზეა (ჩერნოვეცის ჩათვლით). ალისა დედამ და ბებიამ გაზარდეს. მამამ ოჯახი დატოვა, როდესაც გოგონა ორი წლის იყო.
1940 წლის ზაფხულში, როდესაც ნარგანგი თერთმეტი წლის იყო, დაიწყო გერმანული წარმოშობის მოქალაქეების გადასახლება გერმანიაში. ალისა ნარგანგი დედასთან და ბებიასთან ერთად ჯერ ქვემო სილეზიაში გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ— ზემო სილეზიაში. როდესაც მეორე მსოფლიო ომის ბოლოს საბჭოთა კავშირის წითელი არმიის ჯარები სილეზიას მიუახლოვდნენ, ისინი გაიქცნენ ზემო ავსტრიაში. [2]
ინგრიდ ანემარი, რომელიც ე. წ. "გადასახლებულების" და "ეთნიკური გერმანელების" ოჯახს ეკუთვნოდა, 1945 წლის შემოდგომაზე გმუნდენის საშუალო სკოლაში შევიდა. 1948 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ ავსტრიის ქალაქ ინსბრუკში გააგრძელა სწავლა სამართალმცოდნეობის მიმართულებით. 1952 წელს მიიღო სამართლის დოქტორის ხარისხი. ერთი წელი იმუშავა სასამართლოში და გადაწყვიტა ეკონომიკური განათლება მიეღო. 1959 წელს გახდა დოქტორის ხარისხის მფლობელი სოციალურ და ეკონომიკურ მეცნიერებებში. ამ ხნის განმავლობაში ნარგანგმა უკვე დაიწყო მუშაობა ლინცში სტაჟიორ - იურისტად და ჩააბარა ადვოკატთა გამოცდა. შემდგომში იგი მუშაობდა იურისტად ლინცის მაგისტრატურაში.
1963 წელს ნარგანგი მოსამართლე გახდა. 1964 წლიდან 1993 წელს პენსიაზე გასვლამდე ხელმძღვანელობდა ენგელჰარცელის რაიონულ სასამართლოს. ის იყო პირველი ქალი, რომელიც სათავეში ჩაუდგა ავსტრიის სოფლის რაიონულ სასამართლოს.
როგორც თანამედროვე ისტორიკოსი, ნარგანგი იკვლევდა ბუკოვინელი გერმანელების ისტორიას და ზემო ავსტრიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლტოლვილთა მდგომარეობას. ის ასევე იყო ლინცში ბუკოვინელი გერმანელების რეგიონალური გუნდის ერთ-ერთი დამფუძნებელი [2] .
მომდევნო წლებში ნარგანგი ცხოვრობდა ენგელჰარცელში, ლინცში და ვენაში.
ინგრიდ ნარგანგი გარდაიცვალა შერდინგში (ზემო ავსტრია) 2019 წლის 10 მაისს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.