From Wikipedia, the free encyclopedia
იზაბელა კლერმონელი (ფრანგ. Isabelle de Clairmont), აგრეთვე ცნობილია, როგორც იზაბელა ტარანტოელი (იტალ. Isabella di Taranto; დ. იანვარი, 1424, ტარანტო, იტალია ― გ. 30 მარტი, 1465, ნეაპოლი, იტალია) ― ნეაპოლის დედოფალი 1458-1465 წლებში, როგორც მეფე ფერდინანდ I-ის პირველი მეუღლე. ტარანტოს პრინცესა 1463-1465 წლებში. წარმოშობით ფრანგი იტალიელი დიდგვაროვანი. ნეაპოლის ორი მეფის: ალფონსო II-ისა და ფედერიკო I-ის დედა, ასევე უნგრეთისა და ბოჰემიის ორგზის დედოფალ ბეატრიჩე ნეაპოლელის დედა.
იზაბელა კლერმონელი | |
---|---|
ნეაპოლის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 27 ივნისი, 1458 |
მმართ. დასასრული: | 30 მარტი, 1465 |
წინამორბედი: | მარია კასტილიელი |
მემკვიდრე: | ხუანა არაგონელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | იანვარი, 1424 |
დაბ. ადგილი: | ტარანტო, იტალია |
გარდ. თარიღი: | 30 მარტი, 1465, (40-41 წლის) |
გარდ. ადგილი: | ნეაპოლი, იტალია |
მეუღლე: | ფერდინანდ I, ნეაპოლის მეფე |
შვილები: |
ალფონსო II, ნეაპოლის მეფე ელეონორა, ფერარის ჰერცოგინია ფედერიკო I, ნეაპოლის მეფე ბეატრიჩე, უნგრეთის დედოფალი |
მამა: | ტრისტანი, კოპერტინოს გრაფი |
დედა: | კატერინა ტარანტოელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
იზაბელა დაიბადა 1424 წლის იანვარში, ქალაქ ტარანტოში. იგი იყო წარმოშობით ფრანგი დიდებულის, კოპერტინოს გრაფ ტრისტან კლერმონელისა და მისი იტალიელი მეუღლის, გრაფინია კატერინა ტარანტოელის ქალიშვილი. იზაბელა ტარანტოს უშვილო პრინც ჯოვანი ანტონიო დელ ბალცო ორსინის დისწული და, შესაბამისად, ტახტის მემკვიდრე იყო. აღსანიშნავია, რომ მისი დედის დედა, მარი ენგიენელი, ნეაპოლის დედოფალი იყო 1406-1414 წლებში.
1444 წლის 30 მაისს იზაბელა დააქორწინეს კალაბრიის ჰერცოგ ფერდინანდ არაგონელზე, რომელიც იყო არაგონისა და ნეაპოლის მეფე ალფონსო V-ის უკანონო, მაგრამ ერთადერთი შვილი. ალფონსომ ეს ქორწინება იმიტომ მოაწყო, რომ ნეაპოლის დატოვება ფერდინანდისათვის უნდოდა, მდიდარ და გავლენიან ნეაპოლიტანიელ ქალზე დაქორწინებით კი ადგილობრივები დიდებულების გულს უფრო მარტივად მოიგებდა, რამეთუ იგი არ იყო კანონიერი შვილი, ბევრი მას არ აღიარებდა მემკვიდრედ.
1458 წლის 27 ივნისს, ალფონსოს გარდაცვალების შემდეგ, ნეაპოლის მეფე ფერდინანდ I გახდა, რითაც იზაბელა დედოფლად გვევლინება. უკვე 1463 წელს, ბიძამისის გარდაცვალების შემდეგ, იზაბელა ტარანტოს პრინცესაც გახდა.
დედოფალ იზაბელაზე ბევრი არაფერია ცნობილი, რამეთუ იგი ერთობ აპოლიტიკური პიროვნება იყო. იგი 1465 წლის 30 მარტს გარდაიცვალა ნეაპოლში, 40-41 წლის ასაკში. მის შემდეგ ფერდინანდი მეორედ დაქორწინდა ინფანტა ხუანა არაგონელზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.