იბრაჰიმ შინასი

From Wikipedia, the free encyclopedia

იბრაჰიმ შინასი

იბრაჰიმ შინასი (თურქ. İbrahim Şinasi) (დ. 5 აგვისტო, 1826, სტამბოლი — გ. 13 სექტემბერი, 1871, იქვე) — თურქი განმანათლებელი მწერალი; ახალი თურქული ლიტერატურის ფუძემდებელი. თანზიმათის (რეფორმების ეპოქა) ლიტერატურის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. განათლება მიიღო პარიზში. ეზიარა ფრანგ განმანათლებელთა იდეებს. თურქეთში დაბრუნების შემდეგ იბრძოდა საზოგადოებრივი ცხოვრების გარდაქმნისათვის. თურქული დრამატურგიის მამამთავარია. მას ეკუთვნის პირველი თურქული კომედია „პოქტის ქორწინება“ (1860). წერდა სამოქალაქო მოტივებით გამსჭვალულ ტრადიციული ფორმის (კასიდა, ღაზალი, კიტა) ლექსებს. ავტორია ჟ. რასინის, ა. ლამარტინის, ჟ. ლაფონტენის და სხვათა ნაწარმოებების პირველი თურქული თარგმანებისა. აგროვებდა და სწავლობდა ფოლკლორულ ნიმუშებს. მუშაობდა ფრანგულ-თურქულ და განმარტებითი ლექსიკონების შედგენაზე.

სწრაფი ფაქტები იბრაჰიმ შინასი, დაბადების თარიღი ...
იბრაჰიმ შინასი
თურქ. İbrahim Şinasi
Thumb
დაბადების თარიღი 5 აგვისტო, 1826(1826-08-05)
დაბადების ადგილი სტამბოლი
გარდაცვალების თარიღი 13 სექტემბერი, 1871(1871-09-13)[1] (45 წლის)
გარდაცვალების ადგილი სტამბოლი
საქმიანობა პოეტი, ჟურნალისტი, მთარგმნელი, მწერალი, დრამატურგი და პოლიტიკოსი
მოქალაქეობა  ოსმალეთის იმპერია
Magnum opus Q6093130?
დახურვა

ლიტერატურა

Loading related searches...

Wikiwand - on

Seamless Wikipedia browsing. On steroids.