თუღლაკიდები
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
თუღლაკიდები ან თუღლაკიდების დინასტია (ურდუ تغلق) — თურქმანული წარმოშობის მუსლიმური დინასტია, რომელიც მართავდა დელის სასულთნოს 1320–დან 1413 წლამდე პერიოდში.
დინასტიას სათავე დაუდო ღაზი თუღლაკმა. მან ძალაუფლება წაართვა ხალჯების დინასტიას და მის მომხრეებს. ღაზის სრული სახელი იყო ღაზი მუჰამედ ბინ თუღლაკი. მან გააფართოვა სამეფოს საზღვრები 1325—1351 წ.წ. მომდევნო მმართველები არ გამოირჩეოდნენ ქვეყნის მმართველობის უნარით. მაგალითად, დედაქალაქი გადაიტანეს დელიდან არასტრატეგიული მნიშვნელობის დაულატაბადში, მოჭრეს სპილენძის ფული გაყალბებისაგან დაცვის გარანტიების გარეშე. შედეგად ინდოეთში აღნიშნული დინასტია გახდა სიჯიუტისა და ცუდი იდეების სიმბოლო. მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ დინასტიამ ნელ-ნელა დაიწყო სამფლობელოების კარგვა, ხოლო ანარქიული პერიოდის შემდეგ მე-15 საუკუნის დასაწყისში ის შეცვალა საიდების დინასტიამ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.