From Wikipedia, the free encyclopedia
თურქული სახელმწიფოების ორგანიზაცია ან სრულად თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭო (აზერ. Türk Dövlətləri Təşkilatı; ყაზახ. Түрік Мемлекеттері ұйымы; ყირგ. Түрк мамлекеттеринин уюму; თურქ. Türk Devletleri Teşkilatı; თურქ. Türk Dili Konuşan Ülkeler İşbirliği Konseyi) — საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მოიცავს ზოგიერთ თურქულ ქვეყანას. იგი დაფუძნდა 2009 წლის 3 ოქტომბერს ნახიჩევანში. გენერალური სამდივნოთი სტამბოლში, თურქეთი. წევრი ქვეყნებია: აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და თურქეთი. დარჩენილი ორი თურქულენოვანი ქვეყანა, თურქმენეთი და უზბეკეთი, არ არიან ოფიციალურად საბჭოს წევრები, მათი ნეიტრალური პოზიციიდან გამომდინარე; თუმცა, ისინი მომავალში შესაძლოა გახდნენ საბჭოს წევრები.[5] საბჭოს შექმნის იდეა ეკუთვნის ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს, 2006 წელს.
თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭო (თურქული სახელმწიფოების ორგანიზაცია) | |
---|---|
თურქ. Türk Devletleri Teşkilatı | |
დევიზი | Biz Birlikdə Daha Güclüyük![1] , Біз Бірге Мықтымыз![1] , Биз Бирге Дагы Күчтүүбүз![1] , Biz Birlikte Daha Güçlüyüz![1] , Biz Birgalikda Kuchliroqmiz![1] , Biz Bilelikde Has Güýçli![1] , Erősebbek Vagyunk Együtt![1] და Together We Are Stronger![1] |
შეიქმნა | 3 ოქტომბერი 2009 |
ტიპი | საერთაშორისო ორგანიზაცია, proposed country[2] და intergovernmental organization |
შტაბ-ბინა |
სტამბოლი თურქეთი ბაქო აზერბაიჯანი ნურ-სულთანი ყაზახეთი |
წევრები | [3] |
ენა | [4] |
მდივანი | ბაღდად ამრეევი |
ოფიციალური გვერდი |
საუკუნეების განმავლობაში, თურქები გლობალური ისტორიის ფორმაში გააჩნდათ საკუთარი კონკრეტული გზა. მათ ჩამოაყალიბეს და მართავდნენ მრავალ იმპერიას და სახელმწიფოს, რომლებიც ფართობით გადაჭიმული იყო ევროპიდან ინდოეთამდე. დღეს, თურქულენოვანი სახელმწიფოები შევიდნენ მჭიდრო თანამშრომლობის ფაზაში, რომელიც გულიხმობს ძლიერი ურთიერთობების მშენებლობას და მათი საერთო მომავალის ერთად დაგეგმარებას. ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის, ისევე როგორც შეუცვლელი წინაპირობა მისი მომავალი განვითარების, არის თურქულენოვანი სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს შექმნა. თურქული საბჭო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციაა, რომლის ძირითადი მიზანია ყოვლისმომცველი თანამშრომლობის ხელშეწყობა თურქულენოვანი სახელმწიფოებს შორის.
თურქული საბჭო დამკვირვებელია ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში. ორგანიზაციამ, ასევე მიმართა დამკვირვებლის სტატუსის მისაღებად გაეროსა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციას. გარდა ამისა, თურქული საბჭოს აქვს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან.
ქვეყანა | მოსახლეობა | ფართობი (კმ²) | მშპ (ნომინალური) 2013[6] | მშპ ერთ სულ მოსახლეზე (ნომინალური) 2013[7] | დაპროექტებული მშპ ერთ სულ მოსახლეზე (ნომინალური) (2019)[7] |
---|---|---|---|---|---|
აზერბაიჯანი | 9,552,500 | 86,600 | $74 მილიარდი | $7,812 | $11,674 |
ყაზახეთი | 17,377,800 | 2,724,900 | $232 მილიარდი | $13,509 | $20,609 |
ყირგიზეთი | 5,776,570 | 199,900 | $8 მილიარდი | $1,280 | $1,898 |
თურქეთი | 76,667,864 | 783,562 | $822 მილიარდი | $10,721 | $13,301 |
თურქული საბჭო | 109,374,734 | 3,794,962 | $1136 მილიარდი | $10,411 | $13,718 |
ქვეყანა | მოსახლეობა | ფართობი (კმ²) | მშპ (ნომინალური) | მშპ ერთ სულ მოსახლეზე (ნომინალური) (2014)[8] |
---|---|---|---|---|
უზბეკეთი | 29,559,100 | 447,400 | $62.64 მილიარდი | $2,090 |
თურქმენეთი | 5,110,000 | 488,100 | $47.93 მილიარდი | $8,020 |
ჩრდილოეთი კვიპროსი | 301,988 | 3,355 | $4.27 მილიარდი | $15,302[9] |
1992-10-30 | თურქეთი | ანკარა | პირველი სამიტი |
1993-07-12 | ყაზახეთი | ალმათი | ალმათის შეთანხმება თურქსოის დაფუძნების შესახებ |
1994-10-18 | თურქეთი | სტამბოლი | მეორე სამიტი |
1995-08-28 | ყირგიზეთი | ბიშკეკი | მესამე სამიტი |
1996-10-21 | უზბეკეთი | ტაშკენტი | მეოთხე სამიტი |
1998-06-09 | ყაზახეთი | ნურ-სულთანი | მეხუთე სამიტი |
2000-04-08 | აზერბაიჯანი | ბაქო | მეექვსე სამიტი |
2001-04-26 | თურქეთი | სტამბოლი | მეშვიდე სამიტი |
2006-11-17 | თურქეთი | ანტალია | მერვე სამიტი |
2008-11-21 | თურქეთი | სტამბოლი | სტამბოლის შეთანხმება „TURKPA“ დაფუძნების თაობაზე |
2009-10-03 | აზერბაიჯანი | ნახჭევანი | მეცხრე სამიტი, თურქულენოვანი საბჭოს დამფუძნებელი (ნახჭევანის) შეთანხმება |
2010-09-15 | თურქეთი | სტამბოლი | მეათე სამიტი (დასასრული თურქულენოვანი ქვეყნების სახელმწიფოების არასამთავრობო კორპორატიული სამიტების) |
2011-10-21 | ყაზახეთი | ალმათი | პირველი თურქული საბჭოს სამიტი, თანამშრომლობა ეკონომიკურ და სავაჭრო ზონაში |
2012-08-23 | ყირგიზეთი | ბიშკეკი | მეორე თურქული საბჭოს სამიტი, თანამშრომლობა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში[10] |
2013-08-16 | აზერბაიჯანი | კაბალა | მესამე თურქული საბჭოს სამიტი, თანამშრომლობა სატრანსპორტო სფეროში[11] |
2014-06-05 | თურქეთი | ბოდრუმი | მეოთხე თურქული საბჭოს სამიტი, ტურიზმის განვითარების საკითხზე[12] |
2014-12-24 | უკრაინა | კიევი | პირველი თურქული საბჭოს რეგიონული დიასპორის ცენტრის გახსნა[13] |
2015-09-11 | ყაზახეთი | ნურ-სულთანი | მეხუთე თურქული საბჭოს სამიტი, თანამშრომლობა მედია და საინფორმაციო სფეროში |
No. | სახელი | ქვეყანა | თანამდებობაზე მოვიდა | თანამდებობა დატოვა | შენიშვნა |
---|---|---|---|---|---|
1 | ჰალილ აქინჯი | თურქეთი | 3 ოქტომბერი 2009 | 16 სექტემბერი 2014 | გაფართოებული ვადა |
2 | რამილ ჰასანოვი | აზერბაიჯანი | 16 სექტემბერი 2014 | თანამდებობაზე | |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.