From Wikipedia, the free encyclopedia
თურქეთის ეროვნული გერბი (თურქ. Türkiye arması) შედგება ვარსკვლავისგან და ნახევარმთვარისგან, რომელიც ასევე, გამოსახულია თურქეთის დროშაზე. ემბლემას არ გააჩნია სამართლებრივი სტატუსი და არ არის გერბი (არ შეიცავს ჰერალდიკურ წესებს). იგი გამოსახულია თურქული პასპორტის საფარზე, თურქეთის პირადობის მოწმობაზე და თურქეთის დიპლომატიური მისიების შენობაბზე.
თურქეთის მიმდინარე ემბლემა 1922 წლიდან უკვე გამოიყენება, როდესაც ოსმალეთის იმპერია გაუქმდა და მისი გერბი გააუქმეს.
იმის გამო, რომ არ არსებობს კანონი ემბლემის ვარსკვლავის და ნახევარმთვარის ფერთან დაკავშირებით, ზოგჯერ გამოიყენება განსხვავებულად სხვადასხვა მიზნებისათვის. ემბლემა, რომელიც გამოიყენებოდა ძველი ეროვნული პირადობის მოწმობებში 1930-იან წლებში, განსვავდებოდა ნახევარმთვარის მიმართულებით, სადაც ნახევარმთვარის მიმართულება მარცხნივ იყო და არა, როგორც ახლა მარჯვნივ.
მრგვალ წითელ მონაკვეთზე, თურქეთის დროშის, რომელიც შეიცავს თეთრ ვარსკვლავს და ნახევარმთვარეს, გამოიყენება ემბლემად თურქეთის სამინისტროებისა და სამთავრობო დაწესებულებების, აგრეთვე იგი არის თურქეთის დიდი ეროვნული კრების ემბლემა, ასევე გამოიყენება სამკერდე ნიშნად თურქეთის ეროვნული სპორტული გუნდების და სპორტსმენების. ასევე გამოიყენებოდა ძველი (არაციფრული) თურქული პირადობის მოწმობებში.[3]
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხშირად იყენებს წითელი ოვალური ფორმის გერბს, რომლის ფერი არის თურქეთის დროშის, ხოლო ოვალური ფარის ფორმა ცენტრში, გვაგონებს XIX საუკუნის ოსმალეთის გერბს.[4] გერბი შეიცავს ოქროს ტონის ვარსკვლავს და ნახევარმთვარეს, რომლებიც ვერტიკალურად ორიენტირებულია (ვარსკვლავით თავზე) და გარს ოქროს ტონის ტექსტი „T.C. Dışişleri Bakanlığı“ აკრავს.[5] ამ ოვალური გერბის ფორმის ვარიანტი (რომელიც შეიცავს ოქროს ტონის ტექსტს „Türkiye Cumhuriyeti Büyükelçiliği“) გამოიყენება თურქეთის საელჩოების გერბზე.[6][7]
თურქეთის პრეზიდენტის გერბს შეიცავს 16 ვარსკვლავს და ერთ დიდ ვარსკვლავს ცენტრში. 16 ვარსკვლავი სიმბოლურად ისტორიულ "16 დიდ თურქულ ქვეყნებს" ნიშნავს.[8] მისი გარე იერსახე რეგულირდება კანონით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.