From Wikipedia, the free encyclopedia
თინგველირი (ისლ. Þingvellir) — ველი ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რეიკიანესის ნახევარკუნძულთან ახლოს; იგივე სახელი ეწოდება ეროვნულ პარკს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.
თინგველირის ველზე ადრეული შუა საუკუნეებიდან ერთდებოდა საცხენოსნო გზები ისლანდიის ყველა რეგიონიდან; 930 წლიდან კი იკრიბებოდა ისლანდიის სახალხო ალთინგი, რომელიც საკანონმდებლო და სასამართლო ფუნქციებს ასრულებდა. თინგველირის ალთინგი ევროპაში უძველესი პარლამენტია, რომელიც რეგულარულად იკრიბებოდა 930 წლიდან 1798 წლამდე, სანამ დანიელები დაითხოვდნენ. ამ ადგილას 1000 წელს ისლანდიაში გაქრისტიანების გადაწყვეტილება მიიღეს. აქვე, თინგველირში, 1944 წლის 17 ივნისს ისლანდიის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა.
1928 წელს ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთში თინგველირის ეროვნული პარკი დაარსდა. პარკი რიფტის ფარგლებშია და აქტიური ვულკანური ზონა არტყია, რომელშიც ვულკანი ჰერგილი გამოიყოფა. ჰერგილი ტბა თინგვადლავატნის სამხრეთ ნაპირზე მდებარეობს. თინგველირის პარკს მდინარე იოქსარა კვეთს და მის ტერიტორიაზე იოქსარარფოსის ჩანჩქერს ქმნის. ტექტონიკური ნაწევების შედეგად, რაც პლანეტის ამ წერტილში ხდება, აქ ხშირია მიწისძვრები. ეს პროცესები გაპირობებულია ლითოსფეროების ფილების გაყრის ადგილებში — ჩრდილოამერიკული და ევრაზიულის — ურთიერთშეხებით.
2004 წელს თინგველირის ეროვნული პარკი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.